Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოს მთავრობა იტალიასთან ფრენების შეწყვეტის საკითხს განიხილავს

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის აეროპორტში
თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ოთხი შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან ორს ირანში მოგზაურობის ისტორია აქვს, ორს კი – იტალიაში.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავრობა იტალიასთან ფრენების შეწყვეტის საკითხს განიხილავს, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას, იუწყება „პირველი არხი“.

„იტალიის მიმართულება შედარებით მაღალრისკიანია. კარგად უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ეს არის რისკის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ რეალურად რისკი მაინც დარჩება – შესაძლოა, სხვა მიმართულებიდან შემოვიდნენ. თუ გნებავთ მაქსიმალურად ვიყოთ დაცული, საერთოდ უნდა ავკრძალოთ ფრენები, რაც ძალიან ძვირი დაჯდება", – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველო აკვირდება ევროპელი პარტნიორების პრაქტიკას კორონავირუსის გავრცელებისგან დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.

ჟურნალისტების მიკროფონები - Sputnik საქართველო
შეინარჩუნეთ დისტანცია! ჯანდაცვის სამინისტრო ჟურნალისტებს ვირუსისგან თავდაცვას ასწავლის

„გვირჩევნია უფრო ამ გზით ვიაროთ, რომ ინდივიდუალურად შევამოწმოთ, ვნახოთ, რისკ-ფაქტორები დავთვალოთ, შემდგომში მონიტორინგი შევძლოთ აქ ჩამოსული ადამიანების, რათა მალევე მივაკვლიოთ, თუ სიმპტომი გამოვლინდა, ვიდრე ავდგეთ და ბევრი მიმართულება გადავკეტოთ", – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

იტალიიდან ფრენების შეწყვეტის რეკომენდაციას ამ ეტაპზე არ იძლევა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროც. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სისტემა არსებულ ვითარებას სრულად აკონტროლებს და, შესაბამისად, ამ ეტაპზე ასეთი ზომების აუცილებლობა არ არსებობს.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ოთხი შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან, ორს ირანში მოგზაურობის ისტორია აქვს, ორს კი – იტალიაში.

საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა>>

ახალი ტიპის პნევმონიის ეპიდაფეთქების გამო საქართველომ დროებით შეაჩერა პირდაპირი ფრენები ჩინეთიდან და ირანიდან. აიკრძალა ასევე ცხოველების იმპორტი ჩინეთიდან. საქართველოს აეროპორტებსა და სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოგზაურს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.

პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: კორონავირუსის ზემოქმედება საქართველოს ეკონომიკაზე უნდა იყოს მინიმიზირებული

ქვეყანაში ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ მასშტაბური სადეზინფექციო და პროფილაქტიკური ღონისძიებები ტარდება. ზოგიერთი უწყება, კომპანია და ორგანიზაცია უკვე გადავიდა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ.

სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ორკვირიანი არდადეგები გამოცხადდა. უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ნაწილი დისტანციური ელექტრონული სწავლების მეთოდზე გადადის.

გამყრელიძე: არ დაუშვათ სამსახურში მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული თანამშრომლები>>

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით 95 425 კაცს შეადგენს. აქედან 80 410 შემთხვევა მატერიკულ ჩინეთზე მოდის. ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ, ჩინეთის შემდეგ, პირველ ხუთეულში შედიან: სამხრეთ კორეა (5 766 ადამიანი), იტალია (3 089), ირანი (2 922) და იაპონია (331). სულ გარდაცვლილია 3 286 ადამიანი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 53 299 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0