07:07 30 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8415
  • 100 RUB4.1711
  • USD3.2878
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
უამინდობა საქართველოში (291)
845 0 0

საქართველოს უმეტეს რაიონებში ბოლო დღეებში პლუს ტემპერატურა დაფიქსირდა, დედაქალაქში ჰაერი 16 გრადუსამდე გათბა.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი მკვეთრად გაუარესდება – უქმეებზე ქვეყნის უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით და ძლიერი ქარი, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

სინოპტიკოსები მთაში და მაღალ მთაში ქარბუქსა და ნისლს პროგნოზირებენ. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა–გააქტიურება გამოიწვიოს.

შაბათს აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით +1 გრადუსი, დღისით მაქსიმალური კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. კვირას კიდევ უფრო აცივდება და ღამით -6 გრადუსი, დღისით კი +4 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება ქვეყნის დასავლეთ ნაწილს, შაბათს ღამით ჰაერის ტემპერატურა ნული გრადუსი იქნება, დღისით კი +6 გრადუსი. კვირას ღამით ნავარაუდევია -4 გრადუსი, დღისით კი +4 გრადუსი.

ქვეყნის როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ ნაწილში დროგამოშვებით მოსალოდნელია ქარის გაძლიერება წამში 20-25 მეტრამდე.

„საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილება", – ნათქვამია განცხადებაში.

შავ ზღვაზე მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმი, ელჭექი და სეტყვა.

ამ ზამთარს საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმაზე ერთი გრადუსით მაღალია, ნალექი კი ნორმის ფარგლებშია.

დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +5, +7; მთაში 0, +2; მაღალ მთაში -4, -2; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 0, +2; მთაში -2, 0, მაღალ მთაში -5, -3 გრადუსს შეადგენს.

საქართველოში ყველაზე ცივი ზამთარი ბოლოს 2011 წელს იყო. მაშინ ჰაერის საშუალო ტემპერატურამ დასავლეთ საქართველოში +3, +4 გრადუსს მიაღწია, აღმოსავლეთში კი - 0-1 გრადუსს.

თემები:
უამინდობა საქართველოში (291)

მთავარი თემები