12:52 26 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4801
  • 100 RUB4.4615
  • USD3.1916
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
89 0 0

ბოლო მონაცემებით, საქართველოში აივ-ინფიცირებულია ექვსი  ათასზე მეტი მამაკაცი და ორი ათასზე მეტი ქალი.

თბილისი, 4 თებერვალი - Sputnik. საქართველოში, 2020  წლის 31 იანვრის მონაცემებით, აივ-ინფიცირების 48  ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გასული წლის შესაბამის პერიოდში კი 41ახალი შემთხვევა იყო გამოვლენილი, აღნიშნულია ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში. 

შიდსის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მთლიანად 8 150  აივ-ინფიცირებულია. მათგან 6 081  მამაკაცია, ხოლო ქალი – 2069.  ათასზე მეტი. პაციენტების უმრავლესობის ასაკი 29-დან 39 წლამდეა.   სულ საქართველოში გამოვლენილია 116 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 70 - ვაჟი, 46 - გოგონა. დღემდე შიდსი განუვითარდა 4,2  ათასზე მეტ პაციენტს, დაიღუპა 1,6  ათას ადამიანზე მეტი.

რაც შეეხება დაავადების გადაცემის გზებს, აივ-ინფიცირების ძირითადი მიზეზი კვლავ ნარკოტიკების ინექციის გზით მიღება (38.0%) და ჰეტეროსექსუალური კონტაქტებია (48.4%). 

აივ-ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3  ათას შემთხვევაზე მეტი, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა), შემდეგ მოდიან სამეგრელო (1,1 ათასზე  შემთხვევა) და იმერეთი (928 შემთხვევა). 

აღმოჩენილია აივ-ინფექციის ახალი შტამი: არსებობს თუ არა პანიკის საფუძველი

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო წლებში აღინიშნება ახალი შემთხვევების სტაბილური ზრდის ტენდენცია. საქართველოს მოქალაქეებისთვის აივ კონსულტირება-ტესტირება კონფიდენციალური და უფასოა. 

აივ — ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის აბრევიატურა. ვირუსი ანადგურებს იმუნურ სისტემას. აივ-ვირუსი ცხოვრობს და მრავლდება მხოლოდ ადამიანის ორგანიზმში. ვირუსი თანდათან ანადგურებს იმუნურ სისტემას, ამცირებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციებისადმი. გარკვეულ მომენტში ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი იმდენად მცირდება, რომ ადამიანი შეიძლება დაავადდეს ისეთი ინფექციური დაავადებებით, რომლებითაც ადამიანები საერთოდ არ, ან ძალიან იშვიათად ავადდებიან.


მთავარი თემები