საქართველოს მუნიციპალიტეტებში ახალი სამსახურები გაჩნდება

© photo: Sputnik / Stringerბაკურიანი
ბაკურიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი სახელმწიფო სამსახურების წყალობით რეგიონებში უნდა გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრება

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოში მუნიციპალიტეტის საკრებულოები საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების უფლებას მიიღებენ, შესაბამისი შესწორებები თვითმმართველობის კოდექსში შევა, იუწყება პირველი არხი.

უთოვლობის პრობლემები: გუდაურში სეზონის ოფიციალური გახსნა არ შედგება >>

შესწორებები უკვე შევიდა პარლამენტში, მათი განხილვა საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.

გუდაური - Sputnik საქართველო
გუდაურში წყალმომარაგების ალტერნატიული ქსელის მშენებლობა იგეგმება

კანონპროექტის თანახმად, რაიონების და ქალაქების მუნიციპალიტეტები შეძლებენ სპეციალური სამსახურების და სააგენტოების დაფუძნებას, რომლებიც დაკავდებიან ტეროტორიის კეთილმოწყობით, ინფრასტრუქტურის განვითარებით, სამშენებლო ნებართვების გაცემით და ქუჩის რეკლამის საკითხებით.

გარდა ამისა, მათ შეიძლება გადაეცეს ქუჩის განათების საკითხები, საგზაო მოძრაობის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ორგანიზაცია, ტერიტორიების გამწვანება, მიუსაფარი ცხოველების საკითხების გადაჭრა და სხვ.

2030 წლამდე სიახლეს ექნება საპილოტე ხასიათი და დიდი ეკონომიკური პოტენციალის მქონე საკურორტო რაიონებს შეეხება.

სავარაუდოდ, ასეთი სამსახურები გაჩნდება ბაკურიანში, გუდაურში, ბახმაროში, ურეკში, აბასთუმანში და თუშეთში, შემდეგ კი მთელს საქართველოში გავრცელდება.

ყველა ახალი ამბავი
0