01:24 26 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
7910

მეუფემ აღნიშნული განცხადება საპატრიარქოში გამართულ მრგვალ მაგიდაზე გააკეთა, რომლის თემაც იყო „ახალგაზრდებსა და მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია“. 

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საპატრიარქოს ჩართულობით მუშავდება კანონპროექტი აზარტული თამაშების რეგულაციებთან დაკავშირებით, განუცხადა ჟურნალისტებს პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ. 

მეუფემ აღნიშნული განცხადება საპატრიარქოში გამართულ მრგვალ მაგიდაზე გააკეთა, რომლის თემაც იყო „ახალგაზრდებსა და მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია“. 

„აზარტული თამაშები და მათი ხელშეწყობა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ, შეიძლება ითქვას, სულიერი თვალსაზრისით, ეს არის აბსოლუტური ბოროტება, ვინაიდან ანგრევს ადამიანის პიროვნებას, ახდენს დეგრადირებას“, — განაცხადა მეუფემ. 

მისი თქმით, საზოგადოებამ ყველაფერი უნდა იღონის იმისთვის, რომ დაწესდეს გარკვეული შეზღუდვა. 

შეხვედრას საპატრიარქოში „იუნისეფის“ წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები, ფსიქოლოგები, მედია და დეპუტატები ესწრებოდნენ. როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ახალგაზრდების სრულად დაცვას აზარტული თამაშების შესახებ ვერც ერთი კანონპროექტი ვერ უზრუნველყოფს და სისტემური ცვლილებებია საჭირო.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში აზარტული თამაშებით დაავადებულთა, ლუდომანთა ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. არასამთავრობო ორგანიზაცია „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ კი ირწმუნება, რომ ეს ციფრი დაახლოებით 700 ათასს უტოლდება, ანუ ქვეყნის ყოველი მეხუთე მოქალაქე ლუდომანია.

 

 

მთავარი თემები