საკეისრო კვეთების სიჭარბის გამო საქართველოში ექვსი კლინიკა დაჯარიმდა

CC0 / Pixabay / MedicalPrudens / ექოსკოპიაზე ორსულობა დადგინდა
ექოსკოპიაზე ორსულობა დადგინდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოქმედი კანონმდებლობით, ფიზიოლოგიურ მშობიარობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 500 ლარით აფინანსებს, საკეისროს – 800 ლარით.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. მიმდინარე წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში საკეისრო კვეთების რაოდენობის გადაჭარბების გამო ექვსი კლინიკა დაჯარიმდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.  

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო 

ორსული - Sputnik საქართველო
ექიმთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია განგაშს ტეხს: სამშობიარო სახლები იხურება
სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა დაჯარიმდა 49 800 ლარით; „ევექსის“ ჰოსპიტლების იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალს 149 700 ლარის გადახდა დაეკისრა, კლინიკა „ემბრიომ“ უნდა გადაიხადოს 111 900 ლარი, ლერი ხონელიძის სახელობის კლინიკას დაეკისრა ჯარიმა 115 800 ლარის ოდენობით, ქუთაისის ახალი N2 სამშობიარო სახლი დაჯარიმდა 99 900 ლარით, ხოლო ქუთაისის N3 სამშობიარო სახლი ვალდებულია გადაიხადოს 49 500 ლარი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში საკეისრო კვეთით მიმდინარე მშობიარობების წილი 2000 წლიდან 4.3-ჯერ გაიზარდა და 2017 წელს მშობიარობათა საერთო რაოდენობის 44.7% შეადგინა, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტს სამჯერ აღემატება. 2018 წელს ჩატარებული საკეისრო კვეთების პროცენტი კი შემცირდა და 41.6%-ს გაუტოლდა. 2017 წლის 1 მარტიდან საქართველოში ამოქმედდა სანქციები იმ სამშობიარო კლინიკების მიმართ, სადაც გარკვეულ პერიოდში (ამ ეტაპზე ეს პერიოდი ერთი წლითაა განსაზღვრული) საკეისრო კვეთების პროცენტული მაჩვენებელი არ შემცირდა.

სახელმწიფოს მიერ კლინიკებისთვის შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, ექიმი ვალდებულია განუმარტოს მშობიარეს ამ სახის ოპერაციასთან დაკავშირებული რისკები და გართულებების ალბათობა.

აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობით, ფიზიოლოგიურ მშობიარობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 500 ლარით აფინანსებს, საკეისროს – 800 ლარით.

 

ყველა ახალი ამბავი
0