თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. მიმდინარე წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში საკეისრო კვეთების რაოდენობის გადაჭარბების გამო ექვსი კლინიკა დაჯარიმდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში საკეისრო კვეთით მიმდინარე მშობიარობების წილი 2000 წლიდან 4.3-ჯერ გაიზარდა და 2017 წელს მშობიარობათა საერთო რაოდენობის 44.7% შეადგინა, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტს სამჯერ აღემატება. 2018 წელს ჩატარებული საკეისრო კვეთების პროცენტი კი შემცირდა და 41.6%-ს გაუტოლდა. 2017 წლის 1 მარტიდან საქართველოში ამოქმედდა სანქციები იმ სამშობიარო კლინიკების მიმართ, სადაც გარკვეულ პერიოდში (ამ ეტაპზე ეს პერიოდი ერთი წლითაა განსაზღვრული) საკეისრო კვეთების პროცენტული მაჩვენებელი არ შემცირდა.
სახელმწიფოს მიერ კლინიკებისთვის შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, ექიმი ვალდებულია განუმარტოს მშობიარეს ამ სახის ოპერაციასთან დაკავშირებული რისკები და გართულებების ალბათობა.
აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობით, ფიზიოლოგიურ მშობიარობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 500 ლარით აფინანსებს, საკეისროს – 800 ლარით.