18:48 05 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3422
  • 100 RUB4.3130
  • USD2.9841
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (226)
35 0 0

ადგილობრივი ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ახალ სასწავლებელში ისეთ სპეციალისტებს მოამზადებენ, როგორიც საპორტო ქალაქისთვის არის აუცილებელი.

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ ფოთში საზღვაო სასწავლებლის მშენებლობისთვის დაახლოებით ექვსი მილიონი ლარი გამოყო, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მთავრობა პარტნიორ ქვეყნებთან და დონორებთან ერთად მნიშვნელოვან პროგრამებს ახორციელებს>>

საზღვაო სასწავლებელი ფოთის ჰიდრომელიორაციის ტექნიკუმის ყოფილ შენობაში განთავსდება.

ხელისუფლების ჩანაფიქრით, ახალი უმაღლესი სასწავლებელი ხელს შეუწყობს იმას, რომ ახალგაზრდა თაობამ ქალაქი არ დატოვოს. საზღვაო სასწავლებლის გამოჩენა ფოთში ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.

ახალი სასწავლებელი თავისი პროფილით საპორტო ქალაქის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

ინფორმაცია საზღვაო სასწავლებლის აშენების თაობაზე ორიოდე თვის წინ ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხუხუბიამ გაავრცელა.

პროექტის თანახმად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან სასწავლებლად ჩამოსული სტუდენტებისთვის თანამედროვე საცხოვრებელი უნდა მოეწყოს.

საზღვაო აკადემიის შენობის სარემონტო სამუშაოები 2020 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. პროექტის თანახმად, ფოთში ახალი სასწავლებელი 2021 წელს უნდა ამოქმედდეს.

ფოთის ჰიდრომელიორაციის ტექნიკუმის ყოფილი შენობა 1938 წელს აშენდა. ის გასული საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის და არქიტექტურის ნიმუშია. ამავე შენობაში ასევე ფუნქციონირებდა ფოთის უნივერსიტეტი.

ფოთში საქართველოს უძველესი პორტი მდებარეობს. პორტის მშენებლობა ჯერ კიდევ 1828 წელს დაიწყო, თუმცა ექსპლუატაციაში მხოლოდ მე-20 საუკუნეში შევიდა. აქ მალე გაჩნდება ახალი ტერმინალი, რომლის წყალობით პორტი წელიწადში 2,5 მლნ ტონაზე მეტი ტვირთის მიღებას შეძლებს.

თემები:
განათლება საქართველოში (226)

მთავარი თემები