ფოთში საზღვაო აკადემიის მშენებლობა იწყება

გამოწერა
პროექტის თანახმად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან სასწავლებლად ჩამოსული სტუდენტებისთვის თანამედროვე საცხოვრებელი მოეწყობა

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik ფოთში თანამედროვე სტანდარტების საზღვაო აკადემიის ფილიალი გაიხსნება, ინფორმაციას ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხუხუბია ავრცელებს.

ხუხუბიას თქმით, პროექტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას უკვე გადაეცა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ფოთში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული საზღვაო აკადემიის ფილიალი გაიხსნება.

საზღვაო აკადემია განთავსდება ყოფილი ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის შენობაში, რომელსაც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

„საქართველოში საზღვაო განათლებას საფუძველი ფოთში ჩაეყარა და დღეს მე ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს ქალაქში საზღვაო სწავლების ტრადიცია ბრუნდება. ახალგაზრდები ხარისხიან განათლებას საკუთარ ქალაქშივე მიიღებენ და პროფესიონალებად ჩამოყალიბდებიან“, – აცხადებს ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია.

პროექტის თანახმად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან სასწავლებლად ჩამოსული სტუდენტებისთვის თანამედროვე საცხოვრებელი უნდა მოეწყოს.

საზღვაო აკადემიის სარემონტო სამუშაოები 2020 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ისტორიული შენობის აღდგენის სამუშაოების ღირებულება თითქმის 5,9 მლნ ლარით განისაზღვრა. პროექტის თანახმად, ფოთში ახალი სასწავლებელი, საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალი 2021 წელს უნდა ამოქმედდეს.

ყველა ახალი ამბავი
0