სენსაციური აღმოჩენა ხარაგაულში: მშენებლებმა 113 მილიონი წლის წინანდელი მოლუსკები იპოვეს

© photo: Kharagauli Municipality Hall / FBუძველესი მოლუსკები ხარაგაულში
უძველესი მოლუსკები ხარაგაულში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის მიწვევით ადგილზე პალეონტოლოგების ჯგუფი ჩავიდა. გეოლოგიურმა ექსპედიციამ დაადგინა, რომ მოლუსკები ქვედა ცარცულ პერიოდს განეკუთვნება.

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 113 მილიონი წლის წინანდელი მოლუსკები – ამონიტები აღმოაჩინეს, ნათქვამია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამონიტები გადაშენებული წყლის მოლუსკების სახეობაა.

ცუცხვათის მღვიმე - Sputnik საქართველო
უნიკალური აღმოჩენები: ტყიბულში ნეანდერტალელი ადამიანის ნაკვალევი იპოვეს

გავრცელებული ინფორმაციით, თავფეხიანი მოლუსკები მუშებმა შემთხვევით, გზის მშენებლობისას აღმოაჩინეს.

მშენებლები დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს ნიკოლოზ თოფურიძეს, რომელმაც ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმთან ერთად სოფელ ლაშეში პალეონტოლოგების ჯგუფი მიიწვია. ჯგუფში შედიოდნენ პალეოანთროპოლოგიისა და პალეობიოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი თენგიზ მეშველიანი, გეოლოგია-პალეონტოლოგიის ფონდის მთავარი კურატორი რუსუდან ჩაგელიშვილი და ფონდის მეცნიერ-თანამშრომელი, გეოლოგი, პალეონტოლოგი, ნიკა ვანიშვილი.

„გეოლოგიურმა ექსპედიციამ ადგილზე დაათვალიერა აღმოჩენილი მოლუსკები, აიღეს ქანები და დაადგინეს, რომ ისინი ქვედა ცარცული პერიოდისაა", – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, აღმოჩენილი ამონიტები ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში განთავსდება.

ცარცული პერიოდი 135-137 მლნ წლის წინ დაიწყო და დაახლოებით 70 მლნ წელი გრძელდებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0