უნიკალური აღმოჩენები: ტყიბულში ნეანდერტალელი ადამიანის ნაკვალევი იპოვეს

© photo: Georgia is the Caucasus / FBცუცხვათის მღვიმე
ცუცხვათის მღვიმე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველ სპეციალისტებთან ერთად ადგილზე ფრანგი და ამერიკელი მკვლევარები მუშაობენ

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეროვნული მუზეუმის საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია ატარებს კვლევებს ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ უძველეს მღვიმეში - ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ცუცხვათის მღვიმოვანში, აქ ნეანდერტალელი ადამიანების ახალი ნაკვალევი იპოვეს, იუწყება საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

წმინდა გიორგის ტაძარი - Sputnik საქართველო
ტყიბულში წმინდა გიორგის ტაძარი აღადგინეს

წინასწარი შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ ნაპოვნი არტეფაქტების  50 000 წლით თარიღდება. ფართომასშტაბიან სამუშაოებში მონაწილეობენ პალეოანთროპოლოგები, პალეონტოლოგები, პალინოლოგები, ქვის ხანის არქეოლოგები და გეოლოგები. ქართველ მკვლევარებთან ერთად, ჩართულები არიან ფრანგი და ამერიკელი მეცნიერები, ასევე 50-მდე ქართველი სტუდენტი.

ბოლო სამუშაოების ფარგლებში აღმოჩენილია შუა პალეოლითის ეპოქის არტეფაქტები და ასევე გონიერი ადამიანის ნაკვალევი. გარდა ამისა, ე.წ. ბრინჯაოს მღვიმეში აღმოჩენილია ნასახლარი, რომელიც ქვა-სპილენძის ხანას განეკუთვნება.

„ცუცხვათის მღვიმოვანის ხასიათი, თანამედროვე მეთოდების პროგრესი, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული მასალა და ამ ძეგლებზე არსებული ხელუხლებელი კულტურული ფენები უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა დეტალურად გამოვიკვლიოთ ნეანდერტალელები, მათი ქცევა და თანამედროვე ადამიანთან ურთიერთობა თუ ურთიერთკავშირის შესაძლებლობა. ასევე, ვეცდებით გავცეთ პასუხები ნეანდერტალელთა გადაშენების მიზეზებს“, - ნათქვამია საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.

გრაკლიანის გორაზე ჩვენს ერამდე მეხუთე საუკუნის უნიკალური ნაგებობა აღმოაჩინეს >>

ექსპედიციას ხელმძღვანელობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ნიკოლოზ წიქარიძე.

მღვიმის შესწავლა ჯერ კიდევ XX საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო. მღვიმის სხვადასხვა სართულზე, რომელიც სულ 13-ია, ნაპოვნია შუა პალეოლითის ეპოქის ქვის იარაღები (400-40 ათასი წლის წინ), ასევე ცხოველების ძვლები. განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩენაა ბრინჯაოს მღვიმეში“ ნაპოვნი ნეანდერტალელი ბავშვის საღეჭი კბილი, რომელიც ახალი კვლევების თანახმად დაახლოებით 50 000 წლით თარიღდება.

კვლევითი სამუშაოები 2003-2004 წლებში გაგრძელდა. მიუხედავად ამისა, მღვიმის ძირითადი ნაწილი 2016 წლამდე შესწავლილი არ ყოფილა. სამუშაოები 2017 წელს პროექტ „ნეანდერტალელები სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ განახლდა.

ცუცხვათის მღვიმე დაცულ ტერიტორიებს განეკუთვნება.

ყველა ახალი ამბავი
0