01:54 12 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2028
  • 100 RUB4.5482
  • USD2.8896
შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს განცხადებას ავრცელებს: საპროტესტო აქციაზე 11 პირია დაკავებული

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1426)
100 0 0

უწყების ინფორმაციით, მიუხედავად პროტესტისა, თბილისში დღეს დაგეგმილ​ი ყველა კინოჩვენება  დაანონსებულ დროს დაიწყო და მიმდინარეობს.  თუმცა კინოდარბაზების მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალები  კვლავ რჩება.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. პოლიციამ კინოთეატრ „ამირანთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, რომელიც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების წინააღმდეგ იმართებოდა, რამდენიმე პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

უწყების ინფორმაციით, მიუხედავად პროტესტისა, თბილისში დღეს დაგეგმილ​ი ყველა კინოჩვენება  დაანონსებულ დროს დაიწყო და მიმდინარეობს.  თუმცა კინოდარბაზების მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალები  კვლავ რჩება.

შსს−ს ინფორმაციით, ფილმის ჩვენების ჩაშლის მიზნით,  მერაბ კოსტავას გამზირზე შეკრებილი მოქალაქეების მხრიდან რამდენიმე ინციდენტი მოხდა, რის გამოც, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 11 პირია დაკავებული.

ამასთან, სამინისტრო განმარტავს, რომ ანა სუბელიანზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი პოლიციამ უკვე დააკავა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, პოლიცია სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს და კანონდარღვევის ყველა ფაქტს უმკაცრესი ზომები მოჰყვება.

თემები:
თბილისი დღეს (1426)

მთავარი თემები