„რას მაბურთავებთ, თქვე პაცნებო?“ - ლევან ვასაძე საპროტესტო აქციაზე მივიდა

© Sputnik / Vladimir Umikashviliლევან ვასაძე
ლევან ვასაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიზნესმენის თქმით, რომელიც არის კიდეც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის ერთ−ერთი ორგანიზატორი, ის „საშვილიშვილო საქმეს“ აკეთებს და არ დაუმსახურებია ის შეურაცხყოფა, რომელიც მას მიაყენეს.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. კინოთეატრ „ამირანთან“ მისულმა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ პოლიციელების ქცევა გააპროტესტა და მოუწოდა მათ, დაეთმოთ გზა აქციის მონაწილეებისთვის. 

პოლიციის დაზიანებული ავტომობილი - Sputnik საქართველო
სკანდალური ფილმი: საპროტესტო აქციაზე პოლიციის ავტომობილი დააზიანეს

ბიზნესმენის თქმით, რომელიც არის კიდეც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის ერთ−ერთი ორგანიზატორი, ის „საშვილიშვილო საქმეს“ აკეთებს და არ დაუმსახურებია ის შეურაცხყოფა, რომელიც მას მიაყენეს.

„პოლიციელებს მივმართავ, რა ხელფასი გიღირთ? ამ სახელმწიფოში მხოლოდ დამცინიან, კომბლესა და ერთი ადგილის რაინდს მეძახიან და მე მაწვებით და ჩემს მეგობრებს?! რა გვარების ხართ, როგორ დალევთ თქვენი წინაპრების სადღეგრძელოს?! როცა წახვალთ იმ ქვეყნად, გკითხავენ თქვენი წინაპრები, სად იდექით? რას მაბურთავებთ, თქვე პაცნებო, მოდით და ჩამქოლეთ, რას მეთამაშებით. ერთ-ერთი თგვენგანი მოვიდა, ფეხები მირტყა. რვა შვილის მამა ვარ ბოლოს და ბოლოს. დავბრუნდი ამ ქვეყანაში, რომ სიწმინდის სადარაჯოზე ვიდგე და რა მივიღე?! რას გვეჯიკავებით, თქვე კაი ხალხო, ვდგავართ აქ, ვლოცულობთ და ვაპროტესტებთ“, − განაცხადა ვასაძემ. 

კითხვაზე, ვის ესკირება პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ამ წუთებში კინოთეატრ „ამირანთან“ ხდება, ვასაძემ განაცხადა, რომ აქ მას ძალით არავინ მიუყვანია და სიცოცხლის ბოლო წუთამდე აპირებს, წინაპრების დანატოვარი სიწმინდე დაიცვას. 

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ამ დროისათვის დაკავებულია აქციის ხუთი მონაწილე, რომელთაც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ედებათ ბრალად, ხოლო ერთი აქტივისტი, ანა სუბელიანი დაშავდა და ის ადგილიდან სასწრაფო დახმარების მანქანამ გაიყვანა. 

ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით, როგორც თბილისის, ისე ბათუმის კინოთეატრებში უკვე მიმდინარეობს ფილმის ჩვენება.

ყველა ახალი ამბავი
0