02:22 12 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2028
  • 100 RUB4.5482
  • USD2.8896
საპროტესტო აქცია „ამირანთან“

არსებობს ძალადობის პოტენციური საფრთხე: აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს

© Sputnik / Alex Shlamov
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1423)
93 0 0

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ იმ ადგილებში გამოჩენისგან, სადაც ახლა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის საელჩო საქართველოში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, სიფრთხილისკენ მოუწოდებს. შესაბამისი განცხადება საელჩოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.  

„სხვადასხვა ჯგუფები მოსახლეობას საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდებენ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების პერიოდში 8 და 10 ნოემბერს. ამ პირთა უმეტესობა იმ ჯგუფების წარმომადგენლები არიან, რომლებიც ანტი-ლგბტ რიტორიკას მიმართავდნენ და აქციებს მართავდნენ ივნისში დაგეგმილი Tbilisi pride-ის წინააღმდეგ. უფრო მეტიც, მათი უმრავლესობის განცხადებები ბოლო დროს ატარებს ანტიამერიკულ ხასიათს, ვრცელდება სიცრუე, რომ შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთმა ფილმის ჩვენების განკარგულება გასცეს“, — ნათქვამია დიპლომატიური მისიის განცხადებაში.

გარდა ამისა, საელჩოს თავის მიმართვაში ჩამოთვლილი აქვს ის ადგილები, სადაც ამ დროისათვის საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ფილმის წინააღმდეგ.

„აშშ-ის მთავრობის პერსონალს ვურჩევთ თავი შეიკავონ მასობრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენისგან, ვინაიდან არსებობს ძალადობის პოტენციური საფრთხე“, – ნათქვამია განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენი ლევან ვასაძე და მოძრაობა „ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძე საქართველოს კინოთეატრებში არატრადიციული სიყვარულის შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენების ჩაშლას გეგმავდნენ.

ფილმის კინოთეატრებში ჩვენების წინააღმდეგ გამოვიდა საქართველოს საპატრიარქოც, თუმცა იქვე დასძინა, რომ ძალადობა მიუღებელია.

შსს-მ მოუწოდა მოსახლეობას, დაიცვან კანონის მოთხოვნები და გამოხატვის თავისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში სამინისტრო იძულებული იქნება, მიიღოს შესაბამისი ზომები.

დღეს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა განცხადება გაავრცელა და შეშფოთება გამოთქვა „ექსტრემისტული ჯგუფების" მხრიდან თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში ფილმის ჩაშლის დაანონსების გამო. ცენტრის განცხადებით, საქართველოში დაუშვებელია ნებისმიერი სახის ცენზურა, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის.

კინოფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ" (And Then We Danced) ქართული კომპანია Takes Film-ის და შვედური კომპანია French Quarter Film-ის კოპროდუქციაა.

 

თემები:
თბილისი დღეს (1423)

მთავარი თემები