19:34 11 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6138
  • 100 RUB4.1709
  • USD3.0743
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
თანამედროვე ტექნოლოგიები (29)
75 0 0

ამასთან, საქართველო კვლავ აღნიშნულია მწვანე ფერით, რომელსაც ანიჭებენ ქვეყნებს, სადაც სოციალური ქსელებისა და სხვა ინტერნეტ–რესურსების გამოყენება შეზღუდული არაა.

თბილისი, 5 ნოემბერი - Sputnik. საქართველო 2019 წელს ინტერნეტის თავისუფლების ინდექსით მსოფლიო ათეულშია და 75 ქულით იტალიასთან ერთად მეათე ადგილს იკავებს, ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამერიკული  არასამთავრობო ორგანიზაცია  „ფრიდომ ჰაუსის“ (Freedom House) კვლევის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში საქართველოში ინტერნეტის თავისუფლება სრულად იყო დაცული.

ინტერნეტის თავისუფლების კუთხით, საქართველო ისეთ განვითარებულ ქვეყნებს უსწრებს, როგორიც არის იაპონია (73 ქულა) და უნგრეთი (72 ქულა).

ინტერნეტის თავისუფლების რეიტინგში საქართველო ისეთი ქვეყნების გვერდითაა, როგორიც საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ, გერმანია, ავსტრალია, კანადა, ესტონეთი და ისლანდიაა.

ამასთან, საქართველო კვლავ აღნიშნულია მწვანე ფერით, რომელსაც ანიჭებენ ქვეყნებს, სადაც სოციალური ქსელებისა და სხვა ინტერნეტ–რესურსების გამოყენება შეზღუდული არაა.

აღნიშნულ ინდექსს „ფრიდომ ჰაუსი“ ყოველ წელს განსაზღვრავს. კვლევის მიხედვით, საქართველომ მაქსიმალური 100 ქულიდან 75 მიიღო და ის თავისუფალი ქვეყნების ათეულშია.

ნათია თურნავა: „ბიზნესის კეთების“ რეიტინგში საქართველო კვლავ რჩება ლიდერებს შორის >>

Freedom House დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც დემოკრატიისა და თავისუფლების გაფართოებაზე ზრუნავს მთელ მსოფლიოში. ორგანიზაცია აანალიზებს თავისუფლების პრობლემებს, გამოდის უფრო ფართო პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების მხარდაჭერით და ხელს უწყობს დემოკრატიულ გარდაქმნებს.

Freedom House 1941 წელს დაარსდა.

 

თემები:
თანამედროვე ტექნოლოგიები (29)

მთავარი თემები