18:35 05 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3422
  • 100 RUB4.3130
  • USD2.9841
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (296)
82 0 0

ხიდზე გადაიტანენ ბეტონის დასაგებ მექანიზმს, რომელიც ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვისაა აუცილებელი.

თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. ქუთაისის ხიდზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით აიკრძალება, აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

 

კერძოდ, მოძრაობა ხიდზე, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის ავტომაგისტრალზე მდებარეობს, აიკრძალება 5 ნოემბრის 21:00 საათიდან 6 ნოემბრის 08:00 საათამდე.

მითითებულ დროს ხიდზე გადაიტანენ ბეტონის დასაგებ მექანიზმს, რომელიც აუცილებელია ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის.

ტრანსპორტის ნაკადი გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთისა და ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზაზე გადაინაცვლებს.

მითითებული რეჟიმით ტრანსპორტის მოძრაობას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (296)

მთავარი თემები