09:12 27 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0383
  • 100 RUB4.2578
  • USD2.7928
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
7510

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეიქმნება სექსუალურად მოძალადეთა ბაზა, რომლის მიზანიც არასრულწლოვნების სექსუალური მოძალადეებისგან დაცვა იქნება

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. არასრულწლოვნებზე სექსუალური მოძალადეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პოლიტიკა მკაცრდება, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-მ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც არასრულწლოვნებზე სექსუალურად მოძალადეებისთვის გარკვეული უფლებების ჩამორთმევას გულისხმობს, მაგალითად სასჯელის მოხდის შემდეგ, ამგვარი დანაშაულის ჩამდენ პირებს აეკრძალებლათ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში მუშაობა.

უწყების ინფორმაციით, ასევე შეიქმნება სექსუალურად მოძალადეთა ბაზა, რომლის მიზანიც მოძალადეთა კონტროლი და მათივე მხრიდან მოსალოდნელი საშიშროებისგან არასრულწლოვნების დაცვა იქნება.

აღნიშნულ პროექტს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი.

მოწმეებსა და დაზარალებულებს შინაგან საქმეთა სამინისტროში კოორდინატორები ეყოლებათ>>

2019 წლის იანვრიდან ამავე წლის სექტემბრამდე სექსუალური ძალადობის 306 შემთხვევა იქნა დარეგისტრირებული და საერთო ჯამში 152 დამნაშავე მიეცა პასუხისგებაში, მთგან 114 ბოროტმოქმედი არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის დანაშაულში ამხილეს, ხოლო დანარჩენ 38 სრულწლოვნის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის.

მთავარი თემები