საქართველომ რუსეთს ჰაკერი იაროსლავ სუმბაევი გადასცა

© Ministry of Finance of Georgiaსაკონტროლო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი"
საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იუსტიციის მინისტრმა განმარტა, თუ რატომ გადასცეს ჰაკერი რუსეთს.

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ მოსკოვს რუსეთის მოქალაქე იაროსლავ სუმბაევი გადასცა, რომელსაც სამშობლოში დიდი ოდენობის თანხის მიტაცება ედება ბრალად, აცნობეს „Sputnik-საქართველოს" სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

საქართველო მზადაა რუსეთს მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჰაკერი გადასცეს>>

ექსტრადიციის პროცედურა „ყაზბეგი-ზემო ლარსის" სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე გაიმართა.

მას შემდეგ, რაც სუმბაევის ადვოკატმა ივანე ნორაკიძემ განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილება უკანონოა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კომენტარი გააკეთა. სუმბაევის ადვოკატმა მანამდე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა და საქმის განხილვის პერიოდში ექსტრადიციის შეჩერება ითხოვა.

ხელბორკილი - Sputnik საქართველო
საქართველომ ინტერპოლით ძებნილი რამზან ახიადოვი რუსეთს გადასცა

„სუმბაევის ექსტრადირება განხორციელდა ჩემი, იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, რომელიც გამოვეცი 30 სექტემბერს. მანამდე, მაისის თვეში საქართველოს სასამართლოებმა მისი ექსტრადირება ცნეს დასაშვებად. დასანანია, რომ, როგორც ახლა ირკვევა, სუმბაევის ადვოკატები მედიასაც ატყუებდნენ და ასევე ატყუებდნენ მთლიანად საზოგადოებას. ხელთ მაქვს სტრასბურგის სასამართლოს წერილი და საბოლოო პასუხი, რომ სასამართლო უარს ამბობს ამ ექსტრადიციის შეჩერებაზე", – განაცხადა თეა წულუკიანმა პრესკონფერენციაზე.

ინტერპოლის ხაზით ძებნილი სუმბაევი თბილისში 2018 წლის ნოემბრის დასაწყისში დააკავეს. რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქართულ მხარეს მალევე მიმართა მისი გადაცემის თხოვნით. სუმბაევი საქართველოში თავშესაფარს მოითხოვდა, მაგრამ უარი მიიღო.

ინტერპოლის ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემების თანახმად, 28 წლის სუმბაევს ბრალად ედება დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩადენილი ძარცვა. რუსეთში სუმბაევს და კიდევ 28 პირს ბრალი ედება „რუსეთის რკინიგზის" და ავიაკომპანია S7-ის ბილეთების ფიქტიურ დაბრუნებაში, რითიც მათ 2013-2014 წლებში 17 მილიონი რუბლი (250 ათას დოლარზე მეტი) მიითვისეს.

საქართველომ რუსეთს ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი გადასცა>>

მეტიც, ამ თაღლითური სქემის გახსნას უკავშირებენ ევგენია შიშკინას მკვლელობას, რომელიც რუსეთის შსს-ს განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველოს უფროსი გამომძიებელი იყო. გამომძიებლის ცხედარი მის სახლთან ახლოს იპოვეს.

მანამდე რუსეთის მასმედია იუწყებოდა, რომ სუმბაევი რუსეთიდან მონტენეგროში გაიქცა.

ყველა ახალი ამბავი
0