რისთვის გამოუყო აშშ-ს მთავრობამ საქართველოს 1,6 მილიონი დოლარი

© photo: Sputnikაჭარის ღირსშესანიშნაობები
აჭარის ღირსშესანიშნაობები - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ში ფიქრობენ, რომ საქართველოს ბუნება ფასდაუდებელია და მისი შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოს ეროვნული პარკების  დასაცავად 1,6-მილიონს დოლარს გამოყოფს, ნათქვამია ამერიკის საელჩოს Facebook-გვერდზე.

„ქვეყნის თვალწარმტაცი ეროვნული პარკების დასაცავად და მათი ეკონომიკური მდგრადობის მისაღწევად ამერიკის მთავრობა დღეიდან იწყებს $1.6-მილიონიან, ხუთწლიან პროგრამას, რომლის მიზანიც საქართველოს ეროვნული პარკების შენარჩუნება და მათთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენაა“, - ნათქვამია საელჩოს რელიზში.
აჭარის ბუნება - Sputnik საქართველო
ჩოხატაურში ახალი ეროვნული პარკი გაჩნდება

ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ბუნება ფასდაუდებელია და მისი შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

დღეისათვის საქართველოში 11 ეროვნული პარკია, მათი საერთო ფართობი 349 327 ჰექტარს შეადგენს.

საქართველოში გავრცელებული 4130 სახეობის მცენარეებიდან დაცულ ტერიტორიებზე გვხვდება სამი ათასზე მეტი სახეობა, რომელთაგან 300 – მდე სახეობა კავკასიისა და საქართველოს ენდემურ სახეობებს განეკუთვნება.

ანა დოლიძე: დავით-გარეჯი ვაქციოთ დაცულ ტერიტორიად >>

საქართველოს ფაუნა წარმოდგენილია 100-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვრებით, 330 სახეობის ფრინველით და 160 სახეობის თევზით. დაცულ ტერიტორიებზე იშვიათი და გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი 90 სახეობის ცხოველი ბინადრობს, რომელიც „საქართველოს წითელ ნუსხაში“ შეტანილი ცხოველთა სახეობების 67% -ს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0