შიმშილის გლობალურ ინდექსში საქართველო 39-ე ადგილზეა

გამოწერა
სომხეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით საქართველოში უკეთესი მდგომარეობაა.

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველომ „შიმშილის გლობალური ინდექსი 2019"-ის რეიტინგში 117 ქვეყანას შორის 39-ე ადგილი დაიკავა. კვლევა ირლანდიურმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ Concern Worldwide და გერმანულმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ Welthungerhilfe მოამზადეს.

ინდექსი ქვეყნების მდგომარეობას 100-ქულიანი სკალით აფასებს, სადაც 0 საუკეთესო მაჩვენებელია, 100 კი ყველაზე ცუდი.

ქართული პასპორტი - Sputnik საქართველო
საქართველომ პასპორტების ინდექსში პოზიციები გაიუმჯობესა

კვლევის თანახმად, საქართველო შიმშილის დაბალი დონის ქვეყანაა. წელს ქვეყანამ 0,9 პუნქტით უკან დაიხია და 9,2 ქულა დააგროვა.

შიმშილის ინდექსში საუკეთესო მაჩვენებელი აქვთ ბელარუსს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, ჩილესა და კოსტა-რიკას, ყველაზე ცუდი კი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას, იემენს, ჩადს, მადაგასკარსა და ზამბიას.

მეზობელმა აზერბაიჯანმა 29 ქულა მიიღო, სომხეთმა – 30.

0-დან 10 ქულამდე მაჩვენებლების მქონე ქვეყნებში „შიმშილის დაბალი მაჩვენებელია", 10-დან 19,9 ქულის მქონე ქვეყნებში – „შიმშილის საშუალო დონე", 20-დან 34,9-მდე ქულის მქონე ქვეყნებში – „შიმშილის სერიოზული დონე", 35-დან 49,9 ქულის შემთხვევაში – „შიმშილის საგანგაშო დონე", 50 ქულიდან ზემოთ კი „შიმშილის კატასტროფული დონეა".

ყველა ახალი ამბავი
0