ილია მეორე დავით-გარეჯში შექმნილი ვითარების გამო ხელისუფლებისგან ზომების მიღებას ითხოვს

© photo: Sputnikდავით-გარეჯი
დავით-გარეჯი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქვეყნის პირველ პირებსა და კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს წერილები გაუგზავნა.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ქვეყნის ხელისუფლებას დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსისთვის სტატუს-კვოს აღდგენის თხოვნით მიმართა, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე მდებარეობს.

დავით-გარეჯი არის უნიკალური, ქვაში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი, რომელიც გარეჯის ქედის გასწვრივ, ნახევარუდაბნოში 25 კილომეტრზეა გადაჭიმული.

© photo: Sputnikდავით-გარეჯის სამინასტრო კომპლექსი
ილია მეორე დავით-გარეჯში შექმნილი ვითარების გამო ხელისუფლებისგან ზომების მიღებას ითხოვს - Sputnik საქართველო
დავით-გარეჯის სამინასტრო კომპლექსი

გასულ კვირაში აზერბაიჯანმა სადავო მონაკვეთზე, რომლის დემარკაციაც ამჟამად მიმდინარეობს, სასაზღვრო საგუშაგო დადგა. აზერბაიჯანელი ისტორიკოსები დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიას „ქეშიქჩიდაღს“ უწოდებენ. ისინი ცდილობენ დაამტკიცონ, თითქოს კომპლექსი ისტორიული კავკასიის ალბანეთის კუთვნილებაა. თუმცა, ქედის სამხრეთ-დასავლეთ ფერდობზე, რომელსაც აზერბაიჯანი აკონტროლებს, ქართული მონასტრებია განლაგებული.

„ჩვენთვის სრულიად გაუგებარია აზერბაიჯანული მხარის ის ქმედებები, რომლითაც „უდაბნოს“ და „ჩიჩხიტურის“ მონასტრები 2019 წლიდან ფაქტობრივად ჩამოგვართვეს და აქ სრულიად შეზღუდეს მომლოცველებისა და ტურისტების, ასევე სასულიერო პირების ასვლა. გამოდის, რომ ამდენი ხნის რეალობა წელს ყოველგვარი ლოგიკის გარეშე შეიცვალა, რასაც ჩვენ ვერ შევეგუებით“, – ნათქვამია ილია მეორის მიმართვაში.

წერილის ადრესატები არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე.

ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის სიტყვებით, იურიდიულად და კარტოგრაფიულად „უდაბნოს“ და „ჩიჩხიტურის“ მონასტრები ქართული სამონასტრო კომპლექსის კუთვნილებაა და საქართველოს ტერიტორიაზეა დაფიქსირებული.

© Sputnik / STRINGERდავით-გარეჯის სამინასტრო კომპლექსი
ილია მეორე დავით-გარეჯში შექმნილი ვითარების გამო ხელისუფლებისგან ზომების მიღებას ითხოვს - Sputnik საქართველო
დავით-გარეჯის სამინასტრო კომპლექსი

„1991 წლის 21 აპრილის საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის N315 დადგენილებით დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე გამოთავისუფლებული პოლიგონის ფართობი (იქ, სადაც მონასტრები მდებარეობს) სხვა მიწასთან ერთად საკუთრებაში გადმოეცა საქართველოს საპატრიარქოს. ეს საკუთრება სამართლებრივად კიდევ უფრო განმტკიცდა 2002 წლის 14 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმებით, სადაც ვკითხულობთ: ყველა ტაძარი, მონასტერი და მიწა, რომელზეც ისინია განლაგებული, აღიარებულია ეკლესიის საკუთრებად (7,1)“, – აღნიშნულია პატრიარქის წერილში.

დავით-გარეჯი - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანმა დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან სასაზღვრო საგუშაგო დადგა

კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოს ხელისუფლებისგან დავით-გარეჯის ტერიტორიაზე სტატუს-კვოს აღდგენას ითხოვს.

„ვითხოვთ, ვიდრე დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი არ დასრულებულა, აღდგეს აქამდე არსებული სტატუს-კვო და სასულიერო პირებს, მომლოცველებსა და ჩვენი ქვეყნის კულტურის გაცნობისთვის ჩამოსულ ტურისტებს არ შეექმნათ პრობლემა „უდაბნოსა“ და „ჩიჩხიტურის“ მონახულებაზე. მით უმეტეს, რომ ასეთ ტერიტორიაზე ფაქტობრივი მდგომარეობის შენარჩუნება საერთაშორისო სამართლის მიხედვითაც სავალდებულოა“, – ნათქვამია მიმართვაში.

ილია მეორე იმედს გამოთქვამს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება მართებულად შეაფასებს შექმნილ ვითარებას და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წერილი კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს მეთაურს, შეიხ-ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადესაც გაუგზავნა.

დავით-გარეჯი

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის თემა აპრილის ბოლოს გააქტიურდა, როდესაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა აღდგომის წინ რამდენიმე დღით გადაკეტეს უდაბნოს ქართული მონასტრისკენ მიმავალი გზა. მონასტერი დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია, რომელიც სადავო სასაზღვრო მონაკვეთზე მდებარეობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე მოლაპარაკებების შემდეგ გზა გაიხსნა, მაგრამ სიტუაცია მაინც დაძაბული დარჩა.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი - Sputnik საქართველო
რას ემსახურება დავით-გარეჯში დაწესებული შეზღუდვები: საგარეო უწყება განმარტებას აკეთებს

დავით–გარეჯის ისტორია VI საუკუნიდან იწყება, როდესაც 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი დავითი გარეჯის გამოქვაბულში დასახლდა და იქ პირველი მონასტერი — დავითის ლავრა დააარსა. კომპლექსი 20-ზე მეტი მონასტრისგან შედგება. კომპლექსის ტერიტორიაზე მრავალ ეკლესიასა და სატრაპეზოში VIII—XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები შემორჩა. ფრესკებზე გამოსახული არიან ისტორიული პირები, მათ შორის, თამარ მეფე.

საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0