აზერბაიჯანმა დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან სასაზღვრო საგუშაგო დადგა

© Sputnik / Vladimir Umikashviliდავით-გარეჯი
დავით-გარეჯი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, საგუშაგოს „ქეშიქჩიდაღის" ნაკრძალის ტერიტორიაზე გახსნა აზერბაიჯანელი ხალხის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ისახავს მიზნად.

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან აზერბაიჯანმა „შამქირის“ სასაზღვრო ჯგუფის „ქეშიქჩი გალას“ სასაზღვრო საგუშაგო კომპლექსი ააშენა, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი".

კომპლექსის გახსნას, რომელიც კვირას გაიმართა, ესწრებოდა აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსი ელჩინ გულიევი.

© photo:ourtesy of Press service of the State Border Service of the ARაზერბაიჯანმა დავით გარეჯის კომპლექსთან სასაზღვრო საგუშაგო ააშენა
აზერბაიჯანმა დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან სასაზღვრო საგუშაგო დადგა - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანმა დავით გარეჯის კომპლექსთან სასაზღვრო საგუშაგო ააშენა

„კომპლექსის გახსნის ცერემონიის დროს აღინიშნა, რომ საგუშაგოს მდებარეობა „ქეშიქჩიდაღის" ნაკრძალის ტერიტორიაზე, საზღვრის დაცვასთან ერთად, აზერბაიჯანელი ხალხის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ისახავს მიზნად", – ციტირებს „Sputnik–აზერბაიჯანი" აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სიტყვებს.

დავით-გარეჯი

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის თემა აპრილის ბოლოს გააქტიურდა, როდესაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა აღდგომის წინ რამდენიმე დღით გადაკეტეს უდაბნოს ქართული მონასტრისკენ მიმავალი გზა. მონასტერი დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია, რომელიც სადავო სასაზღვრო მონაკვეთზე მდებარეობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე მოლაპარაკებების შემდეგ გზა გაიხსნა, მაგრამ სიტუაცია მაინც დაძაბული დარჩა.

დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი 25 კილომეტრზეა გადაჭიმული და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, გარეჯის მთაზე ნახევარუდაბნოში მდებარეობს.

© Sputnik / STRINGERსაქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი. დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი
აზერბაიჯანმა დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან სასაზღვრო საგუშაგო დადგა - Sputnik საქართველო
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი. დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი

დავით–გარეჯის ისტორია VI საუკუნიდან იწყება, როდესაც 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი – დავითი გარეჯის გამოქვაბულში დასახლდა და იქ პირველი მონასტერი — დავითის ლავრა დააარსა. კომპლექსი 20-ზე მეტი მონასტრისგან შედგება. კომპლექსის ტერიტორიაზე მრავალ ეკლესიასა და სატრაპეზოში VIII—XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები შემორჩა. ფრესკებზე გამოსახული არიან ისტორიული პირები, მათ შორის, თამარ მეფე.

საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული.

აზერბაიჯანელი ისტორიკოსები დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიას ქეშიქჩიდაღს უწოდებენ. მათი მტკიცებით, კომპლექსი ისტორიული კავკასიის ალბანეთის კუთვნილებაა.

ყველა ახალი ამბავი
0