08:49 27 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8158
  • 100 RUB4.2209
  • USD3.2285
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
სკანდალი TBC BANK–ის წინააღმდეგ (58)
74 0 0

საქართველოში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშები უკვე დაყადაღებულია.

თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. TBC Bank-ის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ საქმის მასალები გასაჯაროვდა არასრულყოფილად, მიზანმიმართული დამახინჯებით, რაც მიზნად ისახავს მორიგი ყალბი ამბის გავრცელებით საზოგადოების დეზინფორმირებას, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გირაო გადახდილია: ხაზარაძემ და ჯაფარიძემ სასამართლოს მოთხოვნა შეასრულეს>>

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ გუშინ ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, წერილით მიმართა დიდი ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს და აცნობა, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე ეჭვმიტანილები არიან ფულის გათეთრებაში და ბრიტანეთში მათი ფულადი სახსრები, შესაძლოა, კრიმინალური წარმოშობის იყოს.

ძალოვანი უწყება ბრიტანეთში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშების დაყადაღების მოთხოვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სიტყვა „ანტიტერორისტული“ არც ერთ დოკუმენტში ნახსენები არ არის, რაზეც TBC Bank-ის დამფუძნებლები აპელირებდნენ.

„საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადების პასუხად, რომ „საქმის მასალებიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს არ მიუმართავს ბრიტანელი კოლეგებისათვის“, ბრალდებულ მამუკა ხაზარაძის ადვოკატის მიერ გასაჯაროვდა დიდ ბრიტანეთში გაგზავნილი შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თაობაზე და დიდი ბრიტანეთიდან მიღებული ინფორმაცია ფინანსური აქტივობების შესახებ, რომელიც თითქოსდა წარმოადგენს შუამდგომლობის პასუხს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების მტკიცებით, ამ ორ დოკუმენტს ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ გააჩნია. კერძოდ, შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თაობაზე გამოძიების მსვლელობისას დიდ ბრიტანეთში გაიგზავნა სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის პროცედურების დაცვით, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის არხების მეშვეობით. ამ შუამდგომლობის პასუხი და შესრულებული მასალები საქართველოს პროკურატურას დღემდე არ მიუღია და ეს ცნობილია დაცვის მხარისათვისაც.

„რაც შეეხება დიდი ბრიტანეთიდან მიღებულ ინფორმაციას მამუკა ხაზარაძის ფინანსური აქტივობების შესახებ, ის მიღებულია ფინანსური მონიტორინგის სამსახურებს შორის თანამშრომლობის საერთაშორისო არხით, რომელსაც არანაირი კავშირი არ გააჩნია გამოძიებასთან და ეს წერილი არ არის და თეორიულადაც ვერ იქნება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის პასუხი“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

საქართველოში ხაზარაძისა და ჯაფარიძის საბანკო ანგარიშები უკვე დაყადაღებულია.

მათ ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ. ივლისის ბოლოს სასამართლომ თითოეული მათგანისთვის აღკვეთის ზომად 700 ათასი ლარის ოდენობის გირაო დააწესა და აუკრძალა ქვეყნის დატოვება პროკურატურის ნებართვის გარეშე.

თემები:
სკანდალი TBC BANK–ის წინააღმდეგ (58)

მთავარი თემები