07:31 27 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8158
  • 100 RUB4.2209
  • USD3.2285
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
სკანდალი TBC BANK–ის წინააღმდეგ (58)
73 0 0

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიზნეს-პარტნიორებმა ქვეყანა პროკურატურის ნებართვის გარეშე არ უნდა დატოვონ.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. TBC Bank-ის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა ბიზნეს-პარტნიორმა ბადრი ჯაფარიძემ 700-700 ათასი ლარის ოდენობის გირაო გადაიხადეს, იუწყება „ტვ პირველი".

ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ. ივლისის ბოლოს სასამართლომ თითოეული მათგანისთვის აღკვეთის ზომად 700 ათასი ლარის ოდენობის გირაო დააწესა და აუკრძალა ქვეყნის დატოვება პროკურატურის ნებართვის გარეშე.

საქმის მასალების თანახმად, 2008 წლის აპრილსა და მაისში შპს „სამგორი თრეიდმა" და შპს „სამგორი M"-მა, თითქოსდა კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით, „თიბისი ბანკისგან" სესხის სახით მიიღეს 16 754 000 აშშ დოლარი. იმავე დღეს აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე.

2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კომპანიებს „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს" სესხის გადახდის ვადა გაეზარდათ ერთი წლით ისე, რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული. ხოლო 2008 წლის 31 დეკემბერს, სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, „თიბისი ბანკმა" სესხს მიანიჭა უიმედო კრედიტის კლასიფიკაცია, შემდეგ კი უსაფუძვლოდ ჩამოწერა იგი და გადაიტანა შიდა ბალანსზე.

ბანკს არ მოუთხოვია თანხის უკან დაბრუნება იმათგან, ვინც თავდებში დაუდგა „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს". „თიბისი ბანკმა" ასევე არ ჩამოაჭრა ფული კომპანიებს ანგარიშებიდან და არ ჩამოართვა სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონება.

მილიონების დაბრუნება საკუთარ თავზე აიღო კომპანიამ, რომელიც ერთი თვით ადრე დარეგისტრირდა ოფშორულ ზონაში და რომელსაც არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა საქართველოში. ამ კომპანიამ მიიღო უფლება, მოეთხოვა ფული ხაზარაძისა და ჯაფარიძისგან.

ხაზარაძე: ღმერთის და ხალხის წინაშე ვამბობ, რომ პირნათელი ვარ>>

პარალელურად „თიბისი ბანკი" პერიოდულად ათავისუფლებდა იპოთეკისგან ზემოხსენებული ორი კომპანიის მიერ ჩადებულ უძრავ ქონებას.

თემები:
სკანდალი TBC BANK–ის წინააღმდეგ (58)

მთავარი თემები