11:00 11 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6138
  • 100 RUB4.1709
  • USD3.0743
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
56 0 0

ქვეყანაში ფიქსირებული ინტერნეტის თითქმის 900 ათასი მომხმარებელია.

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტთა რაოდენობა, 2019 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, თითქმის 900 ათასი გახდა, ანუ ზრდამ წელიწადში 11% შეადგინა, ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.

საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 3,7 მილიონი ადამიანია.

2019 წლის 1 ივლისიდან თითქმის ოთხჯერ შემცირდა გლობალური ინტერნეტის ფასი და განისაზღვრა ზედა ზღვრული ტარიფი. ამჟამად ზედა ტარიფის ზღვარია მბ/წმ-ზე არა 32 ლარი, არამედ 9 ლარი.

გარდა ამისა, 2019 წლის 1 აგვისტოდან მცირე და საშუალო ოპერატორებს საშუალება ექნებათ, ერთ მბ/წმ-ზე 50 თეთრად ჰქონდეთ წვდომა ამავე კომპანიების ქსელში განთავსებულ YouTube-ის, Google-ის და სხვა საერთაშორისო ვებ-გვერდების ქეშირებულ კონტენტზე.

მთავარი თემები