ველობილიკი, ლაბირინთი, ატრაქციონები, მოედნები - ხობში ახალი სკვერი გაიხსნა

© Tbilisi City Hallსკვერი თბილისში
სკვერი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სკვერის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა

თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. ხობში ერთი მილიონი ლარის ღირებულების ახალი სკვერი გაიხსნა, იუწყება პირველი არხი.

სკვერის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. სკვერი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გახსნეს.

სოფელ ჩიბათში სკვერი-ბიბლიოთეკა გაიხსნა>>

ქალაქის ცენტრის რეკრეაციულ ზონაში ველობილიკი, საფეხმავლო ზოლები, ლაბირინთი, საბავშვო ატრაქციონები, სავარჯიშო და საკალათბურთო მოედნები, ჭადრაკის დაფა, ძელსკამები და განათება დამონტაჟდა.

საღამოს სკვერში კონცერტია დაგეგმილი.

ყველა ახალი ამბავი
0