თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. ხობში ერთი მილიონი ლარის ღირებულების ახალი სკვერი გაიხსნა, იუწყება პირველი არხი.
სკვერის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. სკვერი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გახსნეს.
ქალაქის ცენტრის რეკრეაციულ ზონაში ველობილიკი, საფეხმავლო ზოლები, ლაბირინთი, საბავშვო ატრაქციონები, სავარჯიშო და საკალათბურთო მოედნები, ჭადრაკის დაფა, ძელსკამები და განათება დამონტაჟდა.
საღამოს სკვერში კონცერტია დაგეგმილი.