00:35 19 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
გიორგი მარგველაშვილი საპროტესტო აქციაზე

მარგველაშვილი: კობახიძე – „ეტა რაზ", გახარია – „ეტა დვა"!

© Sputnik / Vladimir Umikashvili.
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (369)
18320

ძალიან მტკივნეულია, რომ ეს ისტორია იწერება სისხლით, განაცხადა ექს–პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა

თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. მე მჯერა, რომ მომავალი დაიწერება ძალიან ნათელი და  ძალიან წმინდა. აქ არის სიმართლე, აქ არის ძალა და აქ არის ჭეშმარიტი სურვილი საქართველოს მომავლისა, განაცხადა საქართველლოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

დღეს საპროტესტო აქციების მეექვსე დღეა. საპროტესტო აქციები თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის საპასუხოდ ტარდება. 21 ივნისის ღამეს აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240–ს მიაღწია, აქედან 80 – პოლიციელია.

აქციის მონაწილეები ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ. მანამდე შესრულდა პროტესტანტების მოთხოვნები: გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერით ჩატარდება.

„ძალიან მტკივნეულია, რომ ეს ისტორია იწერება სისხლით. ჩემი ერთი მეგობარი გარდაიცვალა ცოტა ხნის წინ, მისი ერთ-ერთი საყვარელი ფრაზა იყო... ძალიან ძლიერი ფრაზაა, რომ თავისუფლების ხე დროდადრო უნდა იყოს მორწყული პატრიოტთა სისხლით. და ეს სისხლი აქ დაიღვარა, ეს სისხლი დღეს საწინდარია იმისა, რომ თქვენ იქნებით გაერთიანებულები, არ შეგეშინდებათ, რომ ამით შედუღაბებულები ხართ ერთმანეთთან და მომავლის წინაშე“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მმართველ გუნდს დღეს დარჩა გაქარწყლებული პიარი და „ჭორაობის დონის ბოტები“, ხოლო მეორე მხრივ, „კრახაბორული“ ვაჭრობა, რომელიც, მისი თქმით, ვერ შედგება, რადგან „აქ არის სიმართლე, ძალა და ჭეშმარიტი სურვილი საქარველოს მომავლისა“.

მარგველაშვილის თქმით, მან ამ აქციებზე დაინახა ერთიანობა, სიმტკიცე, რომელიც მის თაობას არ ჰქონდა. ისინი ერთ დღეს ერთს ითხოვდნენ, მეორე დღეს კი – სხვას. ამ აქციებზე კი მოთხოვნები არ იცვლება. მან დაინახა სიმტკიცე, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება გამარჯვება.

პროტესტის მეექვსე დღე: მუსიკა და კარვები პარლამენტთან>>

„ცოტა იუმორით რომ მოგმართოთ: კობახიძე - „ეტა რაზ“, გახარია - „ეტა დვა“!“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი აქციების დაწყების მეორე დღეს ასევე იმყოფებოდა პარლამენტის შენობასთან და თავისი შეფასება გააკეთა. მან მოუწოდა თავის ყოფილ თანამებრძოლებს, რომ გაემიჯონ ძალადობას. მან ყველა დაზარალებულის მიმართ თავისი დარდი გამოხატა. ასევე, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა პოლიციას მოუწოდა, არ იძალადოს საქართველოს მოქალაქეებზე.

თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (369)

მთავარი თემები