რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია - მომიტინგეები გახარიას გადადგომას მოითხოვენ

© Sputnik / Shota Nozadzeპროტესტის მეექვსე დღე
პროტესტის მეექვსე დღე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროტესტანტების კიდევ ერთი მოთხოვნაა - აქციაზე ყველა დაკავებულის გათავისუფლება

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია პარლამენტის შენობასთან მასშტაბური საპროტესტო აქციის გამო, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

მომიტინგეთა მთავარი მოთხოვნა - შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა - 21 ივნისის ღამეს აქციის დაშლის ფარგლებში პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტებას უკავშირდება. გარდა ამისა, მომიტინგეები პირველ ღამეს გამართულ მიტინგზე ყველა დაკავებულის გათავისუფლებას მოითხოვენ.

ვითარება პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ - Sputnik საქართველო
კახიანი: შესაძლოა, ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუჩერდეს

ამ დროისათვის პარლამენტის შენობასთან პროტესტს ორი ათასამდე ადამიანი გამოთქვამს. შეკრებილებს სიტყვით გამომსვლელები მიმართავენ, ისმის პატრიოტული სიმღერები.

საპროტესტო აქციები რუსთაველის გამზირზე თავდაპირველად დაიწყო რუსეთის სათათბიროს დეპუტატ, კომპარტიის წევრ სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტის და პარლამენტში მისი გამოსვლის საპასუხოდ. 21 ივნისის ღამეს ანტირუსული აქცია არეულობასა ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა.

მომიტინგეები პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის გადადგომას მოითხოვდნენ და პარლამენტში შეჭრა სცადეს. ამაზე საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. შედეგად დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი, დააკავეს 305 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0