03:33 23 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
დიასპორის ფორუმი

„ქართულ დიასპორას განსაკუთრებული ძალა აქვს" - ემიგრანტები თბილისში შეიკრიბნენ

© photo: MFA of Georgia / FB
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
ქართული დიასპორა (17)
111 0 0

ბოლო წლებში საქართველოში დიასპორის დღეები ტარდება, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ფორუმები და ღონისძიებები იმართება, რომლებიც მიმართულია ქართული დიასპორის სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებაზე.

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ქართული დიასპორა ქართული სულისა და თვითმყოფადობის განუყოფელი ნაწილია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ყოველწლიური ფორუმის „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის" გახსნაზე.

აღნიშნული ღონისძიება დიასპორის დღესთან დაკავშირებით იმართება, რომელიც საქართველოში 27 მაისს აღინიშნება. საქართველოს ხელისუფლება ფორუმს იმ მიზნით ატარებს, რომ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს მოუთხროს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე და დაეხმაროს მათ ერთმანეთის გაცნობასა და თანმშრომლობის სფეროების მოძიებაში.

„21-ე საუკუნეში დიასპორას აქვს განსაკუთრებული ძალა. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნა გადადგმული, როდესაც კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვალდებულება. ჩვენთვის, საქართველოსთვის, იმაზე დიდი ღირებულება და იმაზე დიდი სიმდიდრე, ვიდრე არის ადამიანური კაპიტალი, არ არსებობს. სხვადასხვა მიზეზის გამო, აღმოჩნდა ისე, რომ ჩვენი ადამიანური კაპიტალის დიდი ნაწილი საზღვარგარეთაა. აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანაც სწორედ ისაა, რომ ერთობლივი ძალებით კონსოლიდაცია მოვახდინოთ ამ ადამიანური კაპიტალის", - აღნიშნა ბახტაძემ.

პრემიერის სიტყვებით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ეროვნული იდეა და ეს არის განათლება.

„მე თითოეულ თქვენგანს მინდა ვთხოვო, რომ აქტიურად ვიყოთ ჩართული ამ ეროვნულ იდეაში, რომ თქვენი შვილები იყვნენ აქტიურად ჩართული ამ ეროვნულ იდეაში. ადამიანური კაპიტალი არის ის, რაც საშუალებას მოგვცემს, საქართველო გავხადოთ ერთიანი და ძლიერი ქვეყანა, რათა მის ყველა მოქალაქეს, ყველა ადამიანს, რომელსაც საქართველო უყვარს, ჰქონდეს იმის საშუალება, რომ მოახდინოს თავისი ნიჭის რეალიზაცია სამშობლოში", – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა დიასპორის წარმომადგენლებს ქართული ტრადიციების შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა.

ქართული დიასპორის წარმომადგენლებს სიტყვით ასევე მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. საკუთარ გამოსვლაში მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის შენარჩუნების მნიშვნელობაზე.

„ემიგრაციას, დიასპორულ ორგანიზაციებს გაქვთ იმის საშუალება, გაავრცელოთ ის ინფორმაცია, რომ ვინც არაკეთილსინდისიერად იყენებს ამ არაჩვეულებრივ საშუალებას, ის ვნებს იმ ადამიანებს, ახალგაზრდებს, რომლებსაც ხვალ ექნებათ სურვილი, რომ გაეცნონ ევროპას, მოინახულონ კულტურული ღირსშესანიშნაობები", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში გადაადგილება უვიზოდ 2017 წლის მარტიდან შეუძლიათ. ორი წლის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს 400 ათასზე მეტი მოქალაქე იმყოფებოდა. ამასთან, საქართველოს მოქალაქეები 2018 წელს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მთხოვნელთა ათეულში მოხვდნენ. სულ შევიდა დაახლოებით 18 ათასი განაცხადი, ანუ თავშესაფრის თხოვნის მიმართვების საერთო რაოდენობის 3%. ასეთია ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის „ევროსტატის" მონაცემები.

ქართული სახელმწიფო მეთაურის სიტყვებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ისიც, რომ ისინი უცხოეთში საქართველოს შესახებ წარმოდგენაზე უარყოფითად მოქმედებენ.

ყოველწლიური ფორუმი „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის" თბილისში 27-28 მაისს იმართება. ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ბოლო წლებში საქართველოში დიასპორის დღეები ტარდება, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ფორუმები და ღონისძიებები იმართება, რომლებიც მიმართულია ქართული დიასპორის სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებაზე.

თემები:
ქართული დიასპორა (17)

მთავარი თემები