Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

გია სურამელაშვილის თაყვანისმცემელ მამაკაცს ყური აათალეს

© courtesy of Gia Suramelashviliგია სურამელაშვილი
გია სურამელაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომღერალი გია სურამელაშვილი აცხადებს, რომ მის თაყვანისმცემელ მამაკაცს ყური აათალეს.

სკანდალური განცხადება მომღერალმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "ფარული კონვერტის" ანონსში განაცხადა. გადაცემის წამყვანი ია ფარულავა "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ იმედია არაფერი შეუშლის დღეს ამ გადაცემის გასვლას. 

როგორც ჩანს, მსახიობი გადაცემის ანონსში გასულ რამდენიმე სკანდალურ ფაქტს გულისხმობს, რომლის შესახებაც სურამელაშვილმა ისაუბრა. მომღერალმა გაიხსენა, როგორ წაიყვანეს მანქანით ხუდადოვის ტყეში მისი თაყვანისმცემელი მამაკაცი.

"ხუდადოვის ტყეში წაიყვანეს და მეც ვიჯექი მანქანაში. მახსოვს ყურის ათლის პროცესი", - ამბობს მომღერალი.

გარდა ამისა,  სურამელაშვილი ამბობს, რომ გვამებით ვაჭრობდა. გადაცემის სტუმარი ყოფილ მეგობარ მამაკაცზეც საუბრობს და იხსენებს, როგორ სცადა მასთან დაშორების შემდეგ თვითმკვლელობა.

ყველა ახალი ამბავი
0