16:43 08 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2690
  • 100 RUB4.6218
  • USD2.9466
ჯვრისწერა მყინვარზე

საყოველთაო ჯვრისწერა: საქართველოში ერთდროულად 500-ზე მეტმა წყვილმა დაიწერა ჯვარი

Photo: Courtesy of Bezhan Tsintsalashvili
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპატრიარქო (66)
27311

საყოველთაო ჯვრისწერის ტრადიციას საფუძველი 2016 წელს პატრიარქისა და ჩოხოსანთა საზოგადოების ინიციატივით ჩაეყარა.

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. მთელი საქართველოს მასშტაბით დღეს საყოველთაო ჯვრისწერის მორიგი ეტაპი ჩატარდა, აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრიარქოს ინფორმაციით, საყოველთაო ჯვრისწერა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და საპატრიარქოს ჩოხოსნების ორგანიზებით გაიმართა.

„დღეს ჯვრისწერის საიდუმლო 500-ზე მეტი წყვილისთვის შესრულდა, რომელთაც ოჯახი შექმნილი ჰქონდათ, მაგრამ ჯვარი არ ჰქონიათ დაწერილი", – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

მხოლოდ თბილისის ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში დღეს ჯვარი 120-ზე მეტმა წყვილმა დაიწერა, რაც სამ ეტაპად განხორციელდა.

საყოველთაო ჯვრისწერის ტრადიციას საფუძველი 2016 წელს პატრიარქისა და ჩოხოსანთა საზოგადოების ინიციატივით ჩაეყარა.

 

თემები:
საქართველოს საპატრიარქო (66)

მთავარი თემები