05:36 17 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2107
  • 100 RUB4.5529
  • USD2.8608
აქცია

ქართველმა გიდებმა აზერბაიჯანის საელჩოსთან აქცია გამართეს

photo: courtesy of Misha Zedgenidze
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (18)
16410

გიდებმა უკმაყოფილება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ვნების კვირაში ტურისტებს დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან მისვლის საშუალება არ მიეცათ.

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. ქართველმა გიდებმა დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით თბილისში აზერბაიჯანის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართეს.

რა ელის დავით–გარეჯს: აზერბაიჯანი მზადაა, საქართველოსთან საზღვრის საკითხი გადაწყვიტოს>>>

საქართველოს უძველესი კულტურის ძეგლი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც მასმედიაში ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერთან რამდენიმე დღის წინ გადაადგილების ამკრძალავი ნიშნების დაყენება დაიწყეს. საქართველოს და აზერბაიჯანის საგარეო უწყებებს შორის მოლაპარაკებების შედეგად პრობლემა გადაწყდა, თუმცა საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხი ჯერ კიდევ გადაუწყვეტელია.

გიდების უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ სწორედ ვნების კვირაში მომლოცველებს, სასულიერო პირებსა და ტურისტებს მონასტერთან მისვლის საშუალება არ მიეცათ. აქციის მონაწილეების განცხადებით, მსგავსი პრობლემები აღდგომის წინ ყოველწლიურად იჩენს თავს. 

ერთ–ერთი გიდის განმარტებით, „ამას რომელიღაც ძალები სპეციალურად აკეთებენ“, რათა ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის დაძაბული ვითარება შეიქმნას. „ჩვენ არ გვინდა ჩხუბი, ჩვენ გვინდა მეგობრობა“, – აღნიშნა მან.

ქართულ ისტორიაში დავით–გარეჯს განსაკუთრებული ადგილი უკავია. საქართველოში არსებობს თქმულება, რომ გარეჯის უდაბნოს მონახულება იერუსალიმში მომლოცველობას უდრის.

ის, რომ უდაბნოს მონასტერთან დაკავშირებით პრობლემა პირველად არ წარმოიშვა, აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმაც. ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ საკითხი ორმხრივი მოლაპარაკებების გზით ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდება. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმირ კონსტანტინიდმა, თავის მხრივ, მოუწოდა ყველას, ვინც შექმნილი ვითარების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს, თავი შეიკავონ ემოციური განცხადებებისა და მოქმედებებისგან, რადგანაც ეს მოლაპარაკებებს ხელს შეუშლის.

პარასკევს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–მდივანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანული მხარე მზადაა უახლოეს დროში დაასრულოს საზღვრის დელიმიტაციის საკითხი.

საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ორმხრივი საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი კომისია 1996 წელს შეიქმნა.
დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი 25 კილომეტრზეა გადაჭიმული და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, გარეჯის მთაზე ნახევრადუდაბნოში მდებარეობს. კომპლექსის ნაწილს აზერბაიჯანული მხარე აკონტროლებს.

დავით–გარეჯის ისტორია VI საუკუნიდან იწყება, როდესაც 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი – დავითი გარეჯის გამოქვაბულში დასახლდა და იქ პირველი მონასტერი — დავითის ლავრა დააარსა. კომპლექსი 20-ზე მეტი მონასტრისგან შედგება.

 

თემები:
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (18)

მთავარი თემები