04:10 20 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1229
  • 100 RUB4.3536
  • USD2.7871
საპატრულო პოლიცია

შსს: დებს საუდის არაბეთიდან საქართველოში არაფერი ემუქრებათ

© Sputnik / Alexander Imedashvili
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
15420

ოჯახის წევრები, რომლებზეც საუდის არაბეთიდან გამოქცეული დები ალ-სუბაიები მიუთითებდნენ, საქართველოში არ იმყოფებიან.

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. დები საუდის არაბეთიდან მაჰა და ვაფა ალ-სუბაიე, რომლებიც აცხადებდნენ, რომ საქართველოში იმალებიან, დათანხმდნენ შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის ლტოლვილთა საკითხების სამმართველოს მიმღებ ცენტრში გადაყვანას, თავშესაფრის მაძიებლობისთვის პროცედურების გასავლელად, ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

„ჩვენ საფრთხეში ვართ!“ - დები საუდის არაბეთიდან საქართველოში იმალებიან >>

მაჰა და ვაფა რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად ტვირთავდნენ ვიდეოებს და პოსტებს Twitter-ში და აცხადებდნენ, რომ იმყოფებიან საქართველოში და მამისა და ძმებისგან დაცვა ესაჭიროებათ. გოგონები ამტკიცებენ, რომ მათი მამა და ძმები ახლა საქართველოში იმყოფებიან და მათ მოძებნას ცდილობენ, რათა სამშობლოში დააბრუნონ. იქ კი, დების თქმით, მათ სიკვდილი ემუქრება.

საუდის არაბეთიდან გამოქცეული 25 და 28 წლის ქალბატონები დათანხმდნენ მიგრაციის დეპარტამენტის ლტოლვილთა საკითხების სამმართველოს მიმღებ ცენტრში გადაყვანას მას შემდეგ, რაც მათთან იმყოფებოდნენ უწყების თანამშრომლები, რომლებმაც უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით დახმარება შესთავაზეს. გოგონებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია, მათი სურვილის შემთხვევაში, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მისაღებად საჭირო პროცედურების შესახებ.

შსს-მ ასევე უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გოგონების ნათესავები, რომლებსაც ისინი ემალებიან, საქართველოში იმყოფებიან.

მთავარი თემები