თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. დები საუდის არაბეთიდან მაჰა და ვაფა ალ-სუბაიე მეორე დღე აქტიურად ტვირთავენ ვიდეოებს და პოსტებს Twitter-ში და აცხადებენ, რომ იმყოფებიან საქართველოში და მამისა და ძმებისგან დაცვა ესაჭიროებათ.
ყველა ვიდეომიმართვა ინგლისურ ენაზეა ჩაწერილი. დები „ტვიტერში“ დარეგისტრირდნენ როგორც Georgia Sisters.
This is us we had to show our faces so if something happened to us people would remember us if that didn’t help us it may help other Saudi girls in the future
— georgia sisters (@GeorgiaSisters) April 17, 2019
Please follow the account it’s better than a hashtag that got off the trend in a split of a second pic.twitter.com/Atqvzf5yml
„ჩვენ საუდელი დები ვართ, მე მაჰა მქვია, ჩემს დას ვაფა. ჩვენ საფრთხეში ვართ. გვჭირდება დაცვა და თქვენი მხარდაჭერა, რომ ჩვენი ხმა ყველამ გაიგოს. გვინდა ისეთი ქვეყანა, რომელიც მიგვიღებს და ჩვენს უფლებებს დაიცავს. გთხოვთ დაგვეხმაროთ! საუდის მთავრობამ პასპორტები გაგვიუქმა. ახლა ჩვენ საქართველოში ვართ“, - განაცხადა 28 წლის მაჰა ალ-სუბაიემ.
გოგონები ამტკიცებენ, რომ მათი მამა და ძმები ახლა საქართველოში იმყოფებიან და მათ მოძებნას ცდილობენ, რათა სამშობლოში დააბრუნონ. იქ კი, დების თქმით, მათ სიკვდილი ემუქრება.
#SaudiSistersRescue
— georgia sisters (@GeorgiaSisters) April 17, 2019
Alsubaie this is our trip name please rescue us from them
This is our passport to proof our Identity pic.twitter.com/6obeFrK11T
„მამაჩემი და ჩემი ძმები ჩამოვიდნენ და გვეძებენ. ჩვენ გამოვექეცით ოჯახის მხრიდან ჩაგვრას, რადგან საუდის არაბეთში კანონი საკმაოდ სუსტია რომ დაგვიცვას. ვთხოვთ, გაეროს დევნილთა უმაღლეს კომისარიატს დაგვიცვას, რომ უსაფრთხო ქვეყანაში გადაგვიყვანონ. დაგვეხმარეთ, რომ გადავრჩეთ“, - განაცხადა 25 წლის ვაფა ალ-სუბაიემ.
როგორც აღმოჩნდა, მათ შსს-ში დახმარებისთვის არ მიუმართავთ.
„ჩვენ გვაქვს იგივე ინფორმაცია, როგორც თქვენ, იქიდან გამომდინარე, რომ მათ ჩვენთვის თავშესაფრის მოთხოვნით არ მოუმართავთ“, - ციტირებს Новости-Грузия სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელს.
ტელეარხ Rustavi2-ის მონაცემებით, დებს საქართველოში ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმარება. უსაფრთხოების მიზნით, არც ამ ორგანიზაციის დასახელება, არც გოგონების ადგილსამყოფელი არ სახელდება.