05:20 24 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2365
  • 100 RUB4.4581
  • USD2.9279
თემიდა - მართლმსაჯულების ქალღმერთი

ქართველი მეფეების შთამომავლებმა Porsche Cayenne ვერ გაიყვეს

© Sputnik / Alexander Imedashvili
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
სკანდალი ბაგრატიონთა სამეფო ოჯახში (12)
150 0 0

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის გეგმაში აქვს, Porsche Cayenne, Mercedes-Benz GL и BMW X5-ს სასამართლოს გზით დაეუფლოს

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. ქართული სამეფო გვარის წარმომადგენელი ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი და მისი ყოფილი მეუღლე დავით ბაგრატიონ-მუხრანელი სასამართლოში დავას განაგრძობენ - ამჯერად ისინი ქონების გაყოფით არიან დაკავებული.

სასამართლომ ბაგრატიონების საქმე განუხილველად დატოვა >>

დავითი და ანა 2009 წელს დაქორწინდნენ. სამეფო ქორწილი ქართული საზოგადოებრიობის ყურადღების ცენტრში მოექცა. ქართველმა მონარქისტებმა ეს ქორწილი ისტორიულ მოვლენად შეაფასეს. ორი წლის შემდეგ წყვილს ვაჟი გიორგი შეეძინა. თუმცა ქორწინება ხანგრძლივი არ აღმოჩნდა - 2013 წელს ბაგრატიონებმა გაყრის შესახებ განაცხადეს.

ახლა ყოფილი მეუღლეები ცდილობენ 2013-2015 წლებში შეძენილი სამი ავტომობილის - Porsche Cayenne, Mercedes-Benz GL და BMW X5-გაყოფას.

„მისი (ანას - რედ.) მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან ის და მისი მეუღლე ერთად აღარ ცხოვრობდნენ 2012 წლიდან. მათ ხელი მოაწერეს კონტრაქტს გაყრის შესახებ 2015 წელს და ამით უარი თქვეს ერთმანეთის მიმართ ქონებრივ პრეტენზიებზე“, - განაცხადა დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

თავის მხრივ, ანას ადვოკატმა ლევან გორელაშვილმა აღნიშნა, რომ ხელმოწერილი კონტრაქტი ითვალისწინებდა უარს მხოლოდ კომპენსაციაზე.

„ხელშეკრულება შედგენილი იყო ესპანური კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად და მათ უარი თქვეს არა ერთობლივად ცხოვრების პერიოდში შეძენილ ქონებაზე, არამედ ეკონომიკური კომპენსაციის გადახდაზე“, - აღნიშნა გორელაშვილმა.

მან დასძინა ასევე, რომ ჰყავთ მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ანა და დავითი 2012 წლის შემდეგ ერთად ცხოვრობდნენ. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ ანა ხშირად იყო მეუღლის სახლში.

ქართველი მეფეების შთამომავლებისთვის ეს უკვე მეორე სასამართლო დავაა.

ანა და მამამისი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი სასამართლოს გზით ითხოვდნენ დავით ბაგრატიონ-მუხრანელისთვის საქართველოს სამეფო სახლის სახელით ორდენების გადაცემის აკრძალვას. თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ საქმის განხილვაზე საფუძვლის არარსებობის გამო უარი განაცხადა.

ბაგრატიონ-გრუზინსკები ამ გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ.

„მე ნაპოლეონ ბონაპარტი ვარ" – სამეფო გარჩევებმა სოცქსელი ააფეთქა >>

ამასობაში, სასამართლო დავის პარალელურად, მარტის ბოლოს, ანას ადვოკატებმა გამოაქვეყნეს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც დავითმა გაყრის შემდეგ, 2014 წლის 9 მაისს, ყოფილ მეუღლეს სცემა.

საქართველოს შს სამინისტრომ გამოძიება „ძალადობის“ მუხლით დაიწყო. ბაგრატიონ-გრუზინსკის არაერთხელ მიუცია ჩვენება პოლიციაში და ყოფილი მეუღლე საერთო შვილის თვალწინ მასზე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში დაუდანაშაულებია.

ბოლო სკანდალის შემდეგ დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა საქართველო დატოვა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დავითი არსად გაქცეულა, ის გაემგზავრა დედის სანახავად, რომელიც თავს შეუძლოდ გრძნობდა. როგორც აღმოჩნდა, ბაგრატიონ-მუხრანელი საერთოდ არ აპირებს ამ საქმეზე ჩვენების მიცემას.

თემები:
სკანდალი ბაგრატიონთა სამეფო ოჯახში (12)

მთავარი თემები