სასამართლომ ბაგრატიონების საქმე განუხილველად დატოვა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამეფო ტიტულის გარდა, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ ქმარს მის მიმართ ჩადენილ ძალადობასაც ედავება.

თბილისი, 11 აპრილი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკების და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის სარჩელის განხილვა შეწყვიტა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საქართველოს სამეფო გვარის ბაგრატიონ-გრუზინსკების წარმომადგენლებმა ნუგზარ ბაგრატიონმა და მისმა ქალიშვილმა ანამ დავით ბაგრატიონ-მუხრანელს, ანას ყოფილ მეუღლეს საქართველოს სამეფო სახლის სიმბოლიკის უკანონოდ გამოყენებაში დასდეს ბრალი და სასამართლოში უჩივლეს.

სამეფო დინასტიის მემკვიდრეთა ქორწილი - Sputnik საქართველო
სკანდალის ახალი დეტალები ქართულ სამეფო ოჯახში - ადვოკატი საინტერესო ფაქტებზე საუბრობს

დავის სირთულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს დავა კოლეგიური (სამი მოსამართლის) შემადგენლობით უნდა განეხილა, თუმცა დღეს სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ სარჩელის განხილვაზე ბაგრატიონ-გრუზინსკებს საერთოდ უარი უთხრა.

სამეფო ტიტულის გარდა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ ქმარს მის მიმართ ჩადენილ ძალადობასაც ედავება, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ 2009 წელს იქორწინეს. ქორწილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. ქართველმა მონარქისტებმა ქორწილი ისტორიულ მოვლენად შეაფასეს. ორი წლის შემდეგ წყვილს ვაჟი გიორგი შეეძინა. თუმცა დავითისა და ანას ოჯახურმა თანაცხოვრებამ დიდხანს არ გასტანა და 2013 წელს ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0