„ტუალეტი ვერ გახსნენ“: გოგი წულაიამ ქუთაისის მერიას პამპერსები და ღამის ქოთნები აჩუქა

გამოწერა
„თავისუფალი საქართველოს“ წევრი გოგი წულაია ქუთაისში საზოგადოებრივი ტუალეტების აშენებას მოითხოვს

თბილისი, 28 მარტი - Sputnik. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენელმა გოგი წულაიამ ქუთაისის მერიასთან მიიტანა წითელი ღამის ქოთნები და პამპერსები და ამ პერფორმანსით შეახსენა მერიას, რომ ქალაქში არ არის საზოგადოებრივი ტუალეტი, იუწყება ტელეარხი Imedi.

წულაიას თქმით, ქოთნები და პამპერსები გამოაგზავნა უცხოურმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ, რათა მერმა გიორგი ჭიღვარიამ ტურისტებს დაურიგოს.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
საქართველოში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი შეიქმნება

„ქალაქში ერთი ტუალეტის გახსნა მაინც უნდა შეგეძლოს, ქალაქის მართვაზე თუ გაქვს პრეტენზია... კატასტროფული მდგომარეობაა და მეუბნებიან, რომ ტურიზმს ავითარებენ და რომ ინფრასტრუქტურა აქვთ ტურიზმზე აწყობილი, როდესაც ქალაქში არ გვაქვს ტუალეტი. ესაა ტრაგედია და უკვე რამდენიმე თვე გავიდა პირველი პერფორმანსიდან და ხელი ხელზე არ დაადო. პირველ დღეს განაცხადა მერმა, რომ ტენდერს გამოაცხადებს და საერთოდ ხელი ხელზე არ დაადო. ამას ჰგონია, რომ მე მინდა ეს ტუალეტი. ცდება - ეს უნდა ტურიზმს, ეს უნდა ადამიანებს“, - განაცხადა წულაიამ.

„თუ ქალაქის მერს არ შეუძლია ტუალეტების გახსნა, საქველმოქმედო ორგანიზაციამ ამერიკიდან გამოაგზავნა ღამის ქოთნები და საფენები, რადგან საზოგადოებრივი საპირფარეშოები გაუმართავია, ამიტომ გადავცემთ მერს და მოვუწოდებთ, დაურიგოს ტურისტებს და ამით მაინც მოვაგვაროთ პრობლემა“, - განაცხადა გოგი წულაიამ.

მისი თქმით, თუ ქალაქს სურს განვითარება, მას თუნდაც ერთი საზოგადოებრივი ტუალეტი უნდა ჰქონდეს.

ქუთაისის მერიის დაცვამ წულაია „ფასიანი საჩუქრებით“ არ შეუშვა. მან მხოლოდ განცხადების შეტანა შეძლო.

წულაიამ აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში პამპერსებსა და ქოთნებს თბილისის მერს, კახა კალაძესაც მიუტანენ.

კუბო და სამგლოვიარო პროცესია - ოპოზიციის პერფორმანსი პარლამენტთან >>

პოლიტიკოსი მსგავს პერფორმანს პირველად არ აწყობს. 2018 წლის ივლისში მამუკა ბახტაძის განახლებული მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურის დროს წულაიამ სამგლოვიარო პროცესია მოაწყო.

ყველა ახალი ამბავი
0