კუბო და სამგლოვიარო პროცესია - ოპოზიციის პერფორმანსი პარლამენტთან

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტის შენობა
საქართველოს პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარტია „თავისუფალი საქართველომ“ განაცხადა, რომ პარლამენტში პარლამენტარიზმი სამარდება და მისი შენობის წინ კუბო მიიტანა

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ მიიტანა კუბო პარლამენტთან ქუთაისში, სადაც განახლებული მთავრობის ნდობის გამოცხადების პროცედურა მიმდინარეობს, იუწყება ტელეარხი Imedi.

ოპოზიციონერებმა ნამდვილი სამგლოვიარო პროცესია მუსიკითა და გვირგვინებით მოაწყვეს. ასე უჩვეულოდ გამოემშვიდობნენ ისინი ქართულ პარლამენტარიზმს. მათი თქმით, განახლებული მთავრობა სწორედ ამას ადასტურებს.

პარლამენტის მიერ მანამდე მიღებული ცვლილებების თანახმად, მთავრობაში მინისტრების რაოდენობა 13-დან 10-მდე შემცირდა. სახელმწიფო მინისტრის პოსტი უცვლელი დარჩა. მინისტრთა კაბინეტში, პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემდეგ, სამ ახალ მინისტრს წარადგენენ.


ყველა ახალი ამბავი
0