„საქართველო - ღვინის სამშობლო“ - ტოკიოში მასშტაბური გამოფენა გაიმართება

© photo: LEPL National Wine Agency of Georgia/ FBგამოფენა „საქართველო - ღვინის სამშობლო“ ტოკიოში
გამოფენა „საქართველო - ღვინის სამშობლო“ ტოკიოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოფენის სტუმრებს არა მხოლოდ ქართული ღვინის დაგემოვნება, არამედ ქართული მეღვინეობის ისტორიის გაცნობა შეეძლებათ

თბილისი, 13 მარტი - Sputnik. ტოკიოში გაიმართება მასშტაბური გამოფენა სახელწოდებით „საქართველო - ღვინის სამშობლო“, ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.

გამოფენა 15 მარტიდან 7 მაისამდე გაგრძელდება. 10 მარტიდან გამოფენა საცდელ რეჟიმში მუშაობს. თანამედროვე იაპონური ტექნოლოგიების წყალობით გამოფენის ფარგლებში გაცოცხლდება საქართველოს მეღვინეობის ისტორია. ექსპოზიცია გააერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებს და თანამედროვე ტექნოლოგიებს. გამოფენის გახსნაზე იმღერებს ქართული ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „ბასიანი“.

© photo: LEPL National Wine Agency of Georgia/ FBგამოფენა „საქართველო - ღვინის სამშობლო“ ტოკიოში
„საქართველო - ღვინის სამშობლო“ - ტოკიოში მასშტაბური გამოფენა გაიმართება - Sputnik საქართველო
გამოფენა „საქართველო - ღვინის სამშობლო“ ტოკიოში

„ქართული მრავალხმიანობა, ღვინო, ვაზი ერთიმეორისგან განუყოფელია. ღვინის უნიკალური გამოფენა იაპონიაში უმნიშვნელოვანესი კულტურული მოვლენაა“, - აცხადებს ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი დონაძე.

ღვინის დამზადების ტრადიცია საქართველოში რვა ათას წელს ითვლის. მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ კულტურაში. ღვინისა და ვაზის გამოსახულებები გამოყენებულია ხალხურ ხელოვნებაში, სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლებში. 2017 წელს საერთაშორისო სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა.

დღეს საქართველოში ათასობით ყურძნის ჯიში მოჰყავთ. დაახლოებით 500 სახეობა მთელ მსოფლიოში ცნობილი ყურძნის ჯიშებიდან ქართული წარმომავლობისაა.

ქართველი მეღვინეები ტოკიოში პროდუქციას უკვე მეორედ გამოფენენ. გამოფენა მსოფლიოს უმსხვილეს კომპანია Sony Music Communication-თან და კომპანია TOPPAN-თან პარტნიორობით იმართება.

ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრი ბორდოში - Sputnik საქართველო
„მოწვეული ვენახი“ სამი თვის შემდეგ ბორდოდან საქართველოში დაბრუნდა

2017 წელს საქართველო გახდა საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, მეღვინეობის ახალ ცენტრში, მევენახეობისა და მეღვინეობისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიებების პირველი ორგანიზატორი ქვეყანა.

სამი თვის განმავლობაში - აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით - გაცოცხლდა ქართული მევენახეობისა და მეღვინეობის ისტორია. ერთად მოიყარა თავი არქეოლოგიურმა და ეთნოგრაფიულმა ექსპონატებმა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული არტეფაქტების ასლებმა. საგამოფენო ცენტრი გადაიქცა პატარა საქართველოდ - თავისი ტრადიციებით, სიმღერებით, ცეკვებითა და სუფრით.

სამი თვის განმავლობაში ბორდოში ათობით გამოფენა და დეგუსტაცია გაიმართა. საფრანგეთში რთველიც კი აღნიშნეს.

გარდა ამისა, ბორდოს სამთვიანი გამოფენის ფარგლებში წარადგინეს კვლევები, რომლებიც ადასტურებენ ფაქტს, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა. მეცნიერებმა საფუძვლიანად შეისწავლეს სხვადასხვა პერიოდში ნაპოვნი არქეოლოგიური მასალები, რომელთა შორის არის უძველესი ყურძნის თესლი, ძველებურ თიხის ჭურჭელზე აღმოჩენილი ლექი, რომელიც ღვინო აღმოჩნდა.

ღვინის დამზადებისა და ქვევრში შენახვის ტრადიციული ქართული მეთოდი 2013 წლიდან იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი ქვევრი ხრამის მთაზე მდებარეობს. იგი ჩვ. წ.-აღ.-მდე VI საუკუნეს ეკუთვნის.

ყველა ახალი ამბავი
0