ქუთაისსა და ზუგდიდში ოლიმპიური აუზები აშენდება

© photo: Sputnik / Pavel Lisitzin / გადასვლა მედიაბანკშისაცურაო აუზი
საცურაო აუზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს რეგიონებში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება იგეგმება

თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ქუთაისსა და ზუგდიდში ოლიმპიური აუზების აშენებას აპირებს, განაცხადა მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას.

ოლიმპიური აუზები (რომელთა სიგრძე, წესის თანახმად, 50 მეტრია) ამჟამად მხოლოდ თბილისსა და ბათუმშია. სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რემონტისთვის 2019 წელს 5,5 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.

მინისტრი მაია ცქიტიშვილი - Sputnik საქართველო
ტურიზმისთვის 138 მილიონი: როგორ განვითარდება საქართველოს რეგიონები

„ქუთაისსა და ზუგდიდში ოლიმპიური აუზების მშენებლობა იგეგმება. ახალციხეში, ფოთსა და მარნეულში – 25-მეტრიანი საცურაო აუზის. მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობაა დაგეგმილი რუსთავსა და ფოთში“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ასევე, სამინისტრო აპირებს სამტრედიაში, ხაშურსა და კასპში გაარემონტოს . სტადიონები, ხოლო ყვარელსა და მარნეულში – ახალი სტადიონები ააშენოს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობისთვის პრიორიტეტულია რეგიონებში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.

ყველა ახალი ამბავი
0