00:35 19 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
ერთ-ერთ საბავშვო ბაღში

საქართველოში მიუსაფარი ბავშვების უფლებების დაცვის გეგმა შემუშავდა

© Sputnik / STRINGER
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
ადამანის უფლებები საქართველოში (22)
10910

საქართველოს ხელისუფლება უმეთვალყურეოდ დარჩენილი ბავშვების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობს.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. საქართველოში გაჩნდება ერთიანი სტრუქტურა, რომელიც მიუსაფარი ბავშვების უფლებების დაცვის მიზნით გააერთიანებს სახელმწიფო დაწესებულებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და უფლებადამცველებს.

საქართველოს ხელისუფლებამ შეიმუშავა სამწლიანი გეგმა, რომელიც მიმართულია ბავშვების უფლებების დაცვისა და მათი კეთილდღეობის სისტემების განვითარებაზე. ამ მიზნით უფრო ადრე საქართველოს მთავრობამ დახურა 44 დიდი საბავშვო სახლი და 1,3 ათასზე მეტი მიუსაფარი ბავშვი ოჯახებში გადაანაწილა.

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დარწმუნებულია, რომ ახალი სტრუქტურის მეშვეობით მუშაობა ბავშვების უფლებების დაცვისთვის უფრო კოორდინირებული იქნება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს, გაძლიერდება სოციალურ მუშაკთა ინსტიტუტი და სრულყოფილი გახდება კანონმდებლობა ბავშვთა დაცვის პოლიტიკის მიმართულებით.

თემები:
ადამანის უფლებები საქართველოში (22)

მთავარი თემები