01:40 03 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9996
  • 100 RUB4.3845
  • USD3.3189
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
სოციალური სფერო საქართველოში (229)
171 0 0

საქართველოს რეგიონებში კომერციულ საწარმოებში ბუნებრივი აირის ერთი კუბური მეტრი 0,09 ლარით ძვირდება

თბილისი, 2 თებერვალი  — Sputnik. SOCAR Georgia Gas საქართველოს რეგიონებში არსებული კომერციული ობიექტებისთვის, გარდა პურის საცხობებისა, 1 მარტიდან ბუნებრივი აირის ტარიფს 0,09 ლარით ზრდის, ნათქვამია გაზგამანაწილებელი კომპანიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში პური გაძვირდა >>

კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის საფასური 1 კუბურ მეტრზე 0,95 ლარს დღგ-ს ჩათვლით შეადგენს.

„ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ტარიფის ცვლილება მოსახლეობაზე არ აისახება და ის მხოლოდ და მხოლოდ კომერციულ მომხმარებლებზე გავრცელდება! ასევე, ტარიფი არ შეეცვლებათ პურის საცხობებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ტარიფის გაზრდის მიზეზად SOCAR Georgia Gas-მა ბუნებრივი აირის განაწილებაზე ტარიფის ცვლილება და დოლარის მიმართ ლარის კურსი დაასახელა.

SOCAR Georgia Gas ბუნებრივი აირით საქართველოს დიდ ნაწილს ამარაგებს.

კომერციული ობიექტებისთვის ბუნებრივი აირი პირველად არ ძვირდება. აგვისტოში გაიზარდა მისი საფასური თბილისში - 0.75 ლარიდან 0,805 ლარამდე (დღგ-ს ჩათვლით).

თემები:
სოციალური სფერო საქართველოში (229)

მთავარი თემები