საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში საქმე რუსეთის წინააღმდეგ მოიგო

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშისტრასბურგის სასამართლო
სტრასბურგის სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთიდან მასობრივი დეპორტაციისთვის კომპენსაციას 1500 საქართველოს მოქალაქე მიიღებს

თბილისი, 31 იანვარი - Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს დააკისრა გადაუხადოს 10 მილიონი ევრო საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა მასობრივი დეპორტაცია ქვეყნიდან 2006 წელს განხორციელდა, ნათქვამია სასამართლოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი 2007 წლის მარტში შეიტანა. 2014 წლის ივლისში სტრასბურგის სასამართლომ აღიარა რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევა და მხარეებს კომპენსაციის ოდენობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა. მაშინ საქართველომ რუსეთისგან მოითხოვა 70 მილიონი ევრო კომპენსაციის სახით, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მოუწია.

პრაღაში აბაშიძე–კარასინის შეხვედრა თებერვლის ბოლოს გაიმართება >>

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა 2000 ევრო საქართველოს იმ მოქალაქეებს უნდა გადაუხადოს, რომლებიც აღიარეს მსხვერპლად ევროპული კონვენციის მუხლით „უცხოელთა კოლექტიური გაძევების აკრძალვა“ და 10-დან 15 ათასი ევრო იმათ, ვის მიმართაც დაირღვა კიდევ ორი მუხლი -  „თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება“ და „წამების აკრძალვა“.

„ამიერიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში გაგრძელდება და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ყველაფერს გააკეთებს, რათა რუსეთმა დროულად აღასრულოს  გადაწყვეტილება და გადაუხადოს დაზარალებულებს კომპენსაცია“, - ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მიხეილ ცაგარელი - Sputnik საქართველო
ცაგარელი: სალომე ზურაბიშვილი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს გამოასწორებს

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს 1500 მოქალაქისთვის სამი თვის განმავლობაში კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

როგორც რუსეთის იუსტიციის სამინისტროში აღნიშნეს, საქართველომ მოსკოვისგან 70 მილიონი ევროს გადახდა მოითხოვა, თუმცა სასამართლომ თბილისს ამაზე უარი უთხრა. ხაზგასმულია, რომ ევროპის სასამართლომ რუსეთის ხელისუფლების არგუმენტები მიიღო და თბილისს დააკისრა წარმოედგინა სრული სია იმ პირების, რომლებიც შეიძლება ჩაითვალონ დაზარალებულებად. საქართველომ მოითხოვა ამ სიის მომავალში შევსების უფლება, თუმცა სასამართლომ საქართველოს ამაზე უარი უთხრა.

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ დაეყრდნო საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას 4634 დაზარალებულის შესახებ. კომპენსაციის დაანგარიშებისას სასამართლომ გამოიყენა რუსული მხარის მიერ წარმოდგენილი მონაცემები და დაზარალებულთა საერთო რაოდენობა 1500-მდე შეამცირა“, - ნათქვამია რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს მოქალაქეების მასობრივი გაძევება ჯაშუშების სკანდალის შემდეგ მოხდა, რომელმაც ქვეყნებს შორის 2006 წელს იფეთქა. მაშინ თბილისსა და ბათუმში რუსეთის ექვსი სამხედრო მოსამსახურე დააკავეს. თბილისმა ისინი შპიონაჟში, სადაზვერვო, დივერსიულ და ტერორისტულ საქმიანობაში დაადანაშაულა.

რუსეთმა სამხედრო მოსამსახურეების დაკავების ინციდენტზე საკმაოდ მკაცრი რეაგირება მოახდინა - საქართველოსთან სატრანსპორტო და საფოსტო მიმოსვლა შეწყდა. რუსეთში ქართული ბიზნეს-სტრუქტურების და ეთნიკური ქართველების შემოწმებები დაიწყო. თბილისმა რუსეთის ხელისუფლება დაადანაშაულა ქართველების მიმართ მასობრივი დაკავებების პრაქტიკის გამოყენებასა და უხეშ მოპყრობაში, რის შედეგად დეპორტაციის დროს რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.

საქართველომ დაკავებული რუსი ოფიცრები სტრასბურგის სასამართლოს გადასცა, შემდეგ კი ისინი რუსეთში დააბრუნეს.

ყველა ახალი ამბავი
0