საიდანაა სახლებში ტყვია? მოხალისეები თბილისურ ოჯახებს შეისწავლიან

© Sputnik / Alexander Imedashviliსათამაშო დათვები დახლზე
სათამაშო დათვები დახლზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტყვიის შემცველობაზე დედაქალაქში 20 ოჯახს ამოწმებენ.

თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ტყვიის არსებობის გამოვლენის მიზნით თბილისელების საცხოვრებელი გარემოს შემოწმება დაიწყეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მოხალისეებმა თბილისში 20 ოჯახი შეამოწმეს და იქ ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოაჩინეს. ახლა უნდა გაარკვიონ, რა არის ამის წყარო. სამუშაოები შემდეგი კვირიდან დაიწყება.

„სინჯებს ავიღებთ კედლის საღებავიდან, იატაკიდან, ჭურჭლიდან, საკვები პროდუქტებიდან, სათამაშოებიდან, თუ ოჯახში ბავშვია. ჩვენი მკვლევარი მივა ოჯახში და აიღებს ნიმუშებს, შემდეგ ეს ნიმუშები მიგვაქვს „ხარისხის ლაბორატორიაში“ და დაახლოებით სამ კვირაში გვეცოდინება პასუხი“, – განაცხადა ორგანიზაციის „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა.

მან ამ ყველაფრის მიზეზად ქვეყანაში არარსებული რეგულაციები დაასახელა.

სისხლის ცენტრი - Sputnik საქართველო
საქართველოში ბავშვების ორგანიზმში ტყვიის შემცველობაზე კვლევა გახანგრძლივდა

„გვინდა ვუთხრათ მთავრობას, რომ კონკრეტულ პროდუქტებში, ნივთებში და ა.შ. აღმოჩნდა ტყვია და რეგულაციები, რომლებიც დღეს არ არსებობს, აუცილებელია. დღეს არც ერთი იმპორტირებული პროდუქტი ტყვიის შემცველობაზე არ მოწმდება“, – აღნიშნა ლალიაშვილმა.

კვლევაში ჩართული არიან „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, „მწვანე ალტერნატივა“, „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, „საქართველოს კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ და „ხარისხის ლაბორატორია“. ინიციატივის მხარდამჭერია ფონდი „ორბელიანი საქართველოა“.

საქართველოში ტყვიის მაღალი შემცველობის პრობლემა ბოლო წლებში აქტუალურია. ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად რჩება ბავშვების ტყვიით მოწამვლა. ტყვიას ისუნთქავენ, რადგან ის ჰაერშია უმცირესი ნაწილაკების სახით, რომელსაც გამოყოფს ავტომობილი გამონაბოლქვთან ერთად, ან ორთქლდება ტყვიის საფუძველზე დამზადებული საღებავიდან და ა.შ. თუ ტყვია ადამიანის ორგანიზმშია, მისი გამოვლენა შესაძლებელია სისხლსა და შარდში. ის ასევე გროვდება ძვლებში, თმასა და კბილებში.

აპარატურა ჰაერში ტყვიის შემცველობის გასაზომად - Sputnik საქართველო
ტყვია თბილისის ჰაერში - გამოქვეყნდა ახალი მონაცემები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ტყვია იმ 10 ქიმიური ნივთიერების სიაში შეიტანა, რომლებიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ძირითად შეშფოთებას იწვევს და წევრი სახელმწიფოების მხრიდან შესაბამის მოქმედებებს მოითხოვს, რათა დაცული იყოს მშრომელთა, ბავშვებისა და ქალების ჯანმრთელობა.

ტყვიის მაღალი შემცველობა არღვევს ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, იწვევს კომას, კრუნჩხვებსა და სიკვდილსაც კი. ის განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, რადგან მოქმედებს ტვინის განვითარებაზე. ტყვიის ზემოქმედება ასევე იწვევს ანემიას, ჰიპერტენზიას, თირკმელების უკმარისობასა და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0