„დამნაშავეა დაავადება" – კომენტარი С-ჰეპატიტით დაავადებულების დაღუპვასთან დაკავშირებით

© photo: courtesy of NEWSGEORGIAპრესკონფერენცია „ლუგარის ლაბორატორიაში"
პრესკონფერენცია „ლუგარის ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ უარყო ბრალდება, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანები ექსპერიმენტების შედეგად იღუპებიან.

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დაადასტურა ინფორმაცია С-ჰეპატიტით დაავადებულების დაღუპვის შესახებ, რომლის თაობაზე უფრო ადრე საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ განაცხადა, მაგრამ მან აღნიშნა, რომ პაციენტები დაავადების გართულებისა და სამედიცინო დაწესებულებაში დაგვიანებით მისვლის შედეგად დაიღუპნენ და არა მათზე ექსპერიმენტების ჩატარების გამო.

„ამაში საიდუმლო არაფერი არაა, რომ ზოგი ადამიანი... განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი მკურნალობისთვის გვიან მიმართავენ, დაიღუპნენ", – განაცხადა გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე.

უფრო ადრე იგორ გიორგაძემ მოსკოვში პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მიმართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, გამოიძიოს აღნიშნული ლაბორატორიის საქმიანობა, სადაც, მისი თქმით, შესაძლოა ტარდებოდეს ექსპერიმენტები ადამიანებზე ლეტალური დასასრულით.

იგორ გიორგაძემ რამდენიმე დოკუმენტი წარმოადგინა და განაცხადა, რომ 2015 წლის დეკემბერში ლაბორატორიაში პრეპარატი 30-მა სუბიექტმა მიიღო და მათგან 24 ერთ დღეში დაიღუპა.

ლუგარის ლაბორატორია - Sputnik საქართველო
საქართველო უარყოფს ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანებზე ცდების ჩატარებას

ცენტრის დირექტორმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ლუგარის ლაბორატორიას" С-ჰეპატიტის მკურნალობასთან საერთო არაფერი აქვს, ხოლო აღნიშნული ავადმყოფები პრეპარატებს სპეციალური სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იღებდნენ.

„ლუგარის ცენტრს არაფერი აქვს საერთო ადამიანების მკურნალობასთან, როგორც ამას იგორ გიორგაძე აცხადებს და ეს არც მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება – ესაა ავადმყოფების მონიტორინგის ქაღალდები... როდესაც ისინი ძალიან გვიან მიმართავენ სამკურნალო დაწესებულებას, ეს წამალი უკვე ვეღარ შველის. აქედან გამომდინარე, პროგრამაში ჩართული ადამიანების ნაწილი, რა თქმა უნდა, დაიღუპა", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, С-ჰეპატიტისგან საქართველოში ყოველწლიურად რამდენიმე ასეული ადამიანი იღუპება. ხოლო სახელმწიფო პროგრამა მიმართულია იმისკენ, რომ შემცირდეს ამ ავადმყოფობის გამო სიკვდილიანობა.

С-ჰეპატიტთან ბრძოლის პროგრამა საქართველოში 2016-2020 წლებისთვის შემუშავდა.

ამისთვის გაფორმდა 10-წლიანი შეთანხმება ამერიკულ კომპანიასთან Gilead Sciences, რომლის თანახმად, ის ქვეყანას უზრუნველყოფს მედიკამენტებით. პროგრამის ბენეფიციარებს უზრუნველყოფენ პრეპარატით „სოვალდი".

Gilead Sciences-ის ერთ-ერთი აქციონერია აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მინისტრი დონალდ რამსფელდი.

„ეს ახალი წამლები და ახალი გენერაცია მიმართულია იმისკენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი დაიღუპოს ამ დაავადებისგან, რომ რაც შეიძლება ნაკლებს განუვითარდეს ღვიძლის კიბო, ღვიძლის ციროზი", – განაცხადა გამყრელიძემ.

„ლუგარის ლაბორატორია - Sputnik საქართველო
საქართველო მზად არის, რუსი ექსპერტები ლუგარის ლაბორატორიაში შეუშვას

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ უფრო ადრე განაცხადა, რომ С-ჰეპატიტის უფასო დიაგნოსტიკა შესაძლებელია ქვეყნის მასშტაბით 600 სამედიცინო ცენტრში. იქვე გასცემენ პროგრამის ბენეფიციარებისთვის პრეპარატ „სოვალდის".

ამჟამად С-ჰეპატიტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულია დაახლოებით 45 ათასი პაციენტი, დაახლოებით 40 ათასმა უკვე დაასრულა წამლის მიღება. ბოლო მონაცემებით, გამოკვლევა ქვეყანაში ჩაიტარა 1,5 მილიონმა ადამიანმა მაშინ, როცა მოსახლეობის რაოდენობა 3,7 მილიონია.

ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, სახელმწიფო პროგრამა მედიკამენტებით თვეში 3,5 ათასი პაციენტის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

რუსულმა მხარემ არაერთხელ გამოხატა თავისი შეშფოთება პენტაგონის მიერ „უშუალოდ რუსეთის საზღვრებთან თავისი სამედიცინო-ბიოლოგიური ლაბორატორიების განთავებასთან" დაკავშირებით. მოსკოვში ვარაუდობენ, რომ ამერიკისა და საქართველოს ხელისუფლებები ცდილობენ დამალონ ობიექტის, რომელიც განსაკუთრებით საშიშ ინფექციურ დაავადებებს შეისწავლის, საქმიანობის ჭეშმარიტი შინაარსი და მიმართულება. ქართული მხარე ამ შეშფოთებას უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ ლაბორატორია მხოლოდ სამეცნიერო საქმიანობითაა დაკავებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0