15:40 20 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0606
  • 100 RUB3.9087
  • USD2.6179
იუვენტუსი-ბარსელონა

„იუვენტუსი" საქართველოში საფეხბურთო ბანაკს გახსნის

© photo: Sputnik / Anton Denisov
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
სპორტი და საქართველო (430)
11610

იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბის სპორტული ბანაკის პრეზენტაცია თბილისში ხუთშაბათს გაიმართება.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ცნობილი იტალიური საფეხბურთო კლუბი „იუვენტუსი" საქართველოში მოზარდებისთვის საწვრთნელ ბანაკს გახსნის, დაწერა საქართველოს ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, კომპანია Geoplant-ის დამფუძნებელმა მამუკა ჭკუასელმა საკუთარ Facebook-გვერდზე.

ბანაკს Juventus Academy Georgia დაერქმევა.

„აი, ამასაც მოვესწარი, ესეც დავიწყეთ და მივიყვანეთ ბოლომდე. „იუვენტუსი" საქართველოში ოფიციალური ფან-კლუბის დაფუძნების შემდეგ საკუთარ საწვრთნელ ბანაკს ხსნის ბავშვებისათვის და მოზარდებისათვის. 1978 წელს, როცა 8 წლის ვიყავი და თეთრ-შავი ზოლები ჩემთვის ოცნებაზე მეტი იყო, ამის წარმოდგენა ფანტაზიის საზღვრებს ცდებოდა. Fino Alla Fine და ახლა უკვე საქართველოში!" – წერს ჭკუასელი.

აკადემიის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია ხუთშაბათს დაგეგმილ პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი.

„იუვენტუსი" იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ძველი, ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბია. იგი 1897 წელს დაარსდა და იმ დროიდან მოყოლებული დღემდე კლუბი 34-ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი და აბსოლუტური რეკორდსმენია. "იუვენტუსმა" 13-ჯერ მოიგო იტალიის თასი, რაც თავისთავად რეკორდული მაჩვენებელია, და ორჯერ ჩემპიონთა ლიგა.

გუნდში სხვადასხვა პერიოდში თამაშობდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ზინედინ ზიდანი, ალესანდრო დელ პიერო, რობერტო ბაჯო, პაველ ნედვედი და ა.შ.

„იუვენტუსმა" სამშაბათს თანამედროვე ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი ტრანსფერი განახორციელა. მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი — პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ 100 მილიონ ევროდ შეიძინა.

თემები:
სპორტი და საქართველო (430)

მთავარი თემები