23:24 15 ივლისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8458
  • 100 RUB3.9292
  • USD2.4478
საზამთროსა და ნესვის შემოწმება

ნიტრატები საზამთროსა და ნესვში – შემაშფოთებელი მონაცემები

© FB / National Food Agency
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
183 0 0

ეკოტოქსიკოლოგი ხათუნა ახალაია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, აკრძალოს კვების პროდუქტებით ქუჩაში ვაჭრობა.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ნიტრიტები და ნიტრატები საზამთროსა და ნესვში, რომლებიც საქართველოში იყიდება, დასაშვებ ნორმას სამ-ოთხჯერ აღემატება, განაცხადა გაეროს ექსპერტმა, ეკოტოქსიკოლოგმა ხათუნა ახალაიამ პრესკონფერენციაზე.

„ძველი პროდუქტები და პერსონალის პირადი ჰიგიენა — რა ვითარებაა რესტორნებში">>

მისი თქმით, კვლევა ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„ფერმერულმა მეურნეობებმა თავადვე უნდა იფიქრონ ხარისხის გაუმჯობესებაზე, სახელმწიფოს მხრიდან უნდა გამკაცრდეს ფიტოსანიტარული და სანიტარული ნორმები", — განაცხადა ახალაიამ.

მან აღნიშნა, რომ ნესვსა და საზამთროში ნიტრიტებისა და ნიტრატების არსებობის გაკონტროლება ვიზუალურად ძალზე რთულია, ამიტომ ეს პროდუქტები მოსახლეობამ უნდა შეიძინოს იმ მაღაზიებსა და ბაზრებში, სადაც ხარისხს აკონტროლებენ, და არა ქუჩებში.

ახალაია მიიჩნევს, რომ შსს-მ კვების პროდუქტების ქუჩაში გაყიდვა უნდა აკრძალოს. მისი თქმით, სიცხის დროს მავნე ნივთიერებები ასფალტიდან პროდუქტზე შეიძლება მოხვდეს. უფრო მეტიც, ხშირად საზამთროს შემოწმების მიზნით მას გაურეცხავი დანით ჭრიან.

ეკოტოქსიკოლოგის განცხადებით, საზამთრო და ნესვი ის სეზონური ბაღჩეული კულტურებია, რომლებიც ნიადაგიდან აბსოლუტურად ყველაფერს ადვილად ითვისებენ. შესაბამისად, როდესაც მათზე მინერალური სასუქები არასწორად გამოიყენება, ეს კულტურები ღრუბელივით ისრუტავენ მათ. დიდი დოზით მინერალური სასუქები კი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია.

„ჰემოგლობინი ჩვენს ორგანიზმს ჟანგბადით კვებავს. როგორც კი ნიტრიტებით გაჯერებულ პროდუქციას იღებს ადამიანი, ჟანგბადს ანაცვლებს ნიტრიტი და სისხლი ხდება უჟანგბადო. ეს იწვევს ანემიას, ანემიისგან გამომდინარე ხდება იმუნური სისტემის დაქვეითება, გონებრივი ჩამორჩენა", — განაცხადა ახალაიამ.

მთავარი თემები