კახეთში სეტყვის ღრუბლები გაანეიტრალეს

© FB / STC Deltaსეტყვასაწინააღმდეგო სისტემა
სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა - Sputnik საქართველო
გამოწერა
110 რაკეტის გასროლის შედეგად რეგიონში სეტყვის ნაცვლად წვიმა მოვიდა

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. სეტყვასაშიში ღრუბლები კახეთის რამდენიმე რეგიონში გაანეიტრალეს და ადგილობრივი მოსახლეობა სეტყვისგან იხსნეს, ნათქვამია ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის განცხადებაში.

სეტყვის საწინააღმდეგო  სისტემა - Sputnik საქართველო
კახეთი ძლიერი სეტყვისგან იხსნეს

ცენტრის მონაცემებით, 650 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები შაბათს საღამოს დაგროვდა ახმეტის, საგარეჯოს, გურჯაანის, ლაგოდეხის, ყვარლის, სიღნაღის და თელავის რაიონებში.

ცენტრის თანამშრომლების მიერ გასროლილი იქნა 110 ერთეულამდე რაკეტა. შედეგად სეტყვის ნაცვლად წვიმა მოვიდა.

ქართული ტექნიკა სხვა ქვეყნებს სეტყვასთან ბრძოლაში დაეხმარება >>

სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა საქართველოში 2015 წლის გაზაფხულიდან ფუნქციონირებს. პირველად ის კახეთში დამონტაჟდა. მას შეუძლია სეტყვასაშიში ღრუბლების აღმოჩენა და საწყის სტადიაზე მათი კონტროლი. კახეთის ყველა რაიონში საცეცხლე წერტილებია განლაგებული. განიხილება სისტემის დამონტაჟების შესაძლებლობა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც.


ყველა ახალი ამბავი
0