ბაკურიანში სკოლის მოსწავლეებისთვის სამთო-სათხილამურო სპორტული ბანაკი გაიხსნა

© FB / Ministry of Education and Scienceბავშვები ბაკურიანის ბანაკში
ბავშვები ბაკურიანის ბანაკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბანაკში მოსწავლეები არაფორმალურ ვითარებაში მეცადინეობენ, რაც სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს გულისხმობს.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. ბაკურიანში სამთო-სათხილამურო სპორტული ბანაკი გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

Горнолыжные курорты Грузии - Sputnik საქართველო
გუდაურსა და ბაკურიანს სერიოზული ცვლილებები ელის

ბანაკი სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად" ფარგლებში გაიხსნა. მასში ჩართული არიან 11-14 წლის მოსწავლეები. ბანაკმა პირველი ნაკადი — 400 მოსწავლე უკვე მიიღო.

ბანაკის მიზანია მოსწავლეთა შორის სამთო-სათხილამურო სპორტის პოპულარიზება. სწავლების ფორმად შეირჩა არაფორმალური მეთოდოლოგია, რომელიც მოიცავს სპორტულ, საგანმანათლებლო, შემეცნებით და კულტურულ აქტივობებს.

პროექტს ახორციელებს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი. სეზონის დასრულებამდე ბაკურიანში დაახლოებით 1,2 ათასი მოსწავლე დაისვენებს.

ყველა ახალი ამბავი
0